workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ეიბარი: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ეიბარი: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, წლის დასკვნით შეხვედრაში, “ბარსელონა” “ეიბარს” უმასპინძლებს.

უმძიმესი წლის შემდეგ, “ბარსელონას” 2021-ში შებიჯება მაჟორულ ნოტზე შეუძლია. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, გუნდს ლა ლიგის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცემა. ამისთვის, აუცილებელია, “ვილიარეალმა” და “სოსიედადმა” თავიანთი მატჩების მოგება ვერ შეძლონ.

“ბარსას” თამაში ლეო მესის გარეშე მოუწევს. ბოლო მატჩებში, არგენტინელს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდა. “იუვენტუსთან” შინ გამართული მატჩიდან მოყოლებული, გუნდის შეტევების წარმართვისას მან აშკარა ინიციატივა აიღო, ბევრ მომენტს ჰქმნიდა და თავადაც ხშირად ურტყამდა. სხვა ფეხბურთელები, ლეოს ფაქტორიდან გამომდინარე, მოედანზე გადაწყვეტილების მიღებისას, გარკვეულწილად, შეზღუდულები იყვნენ – როდესაც გვერდით ლიონელ მესი გყავს, რთულია ბურთისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის, მისთვის გადაბარების ცდუნებას გაუძლო. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ, ხვალინდელი თამაში საინტერესო იქნება. 

მეტოქე

“ეიბარს”, ისევე, როგორც ლა ლიგის ყველა გუნდს, უცნაური სეზონი აქვს. გუნდი 15 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს, თუმცა ათეულს მხოლოდ 3 ქულა აშორებს. “რეალთან” თამაშამდე, ბასკებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდათ.

ერთი შეხედვით, “ბარსას” მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში აშკარა ფავორიტები უკვე აღარ არსებობენ და ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. მაგალითად, იმავე “ეიბარმა” სტუმრად “ბეტისსა” და “სევილიას” სძლია, “სოსიედადთან” კი ქულა აიღო.  

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ხვალ, საკმაოდ კონკურენტუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვალიადოლიდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული მატჩი გამოგვივა.

ხოსე ლუის მენდილიბარი:

რთული მატჩი გველის, გამომდინარე იქიდან თუ რომელ სტადიონზე და ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მოედანზე შიშის გარეშე და მოგების სურვილით გამოვალთ.

ლიონელ მესის არყოფნა ჩვენთვის კარგი ამბავია, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოედანზე სხვა შესანიშნავი ფეხბურთელი გამოვა. ჩვენ 4-5 მოთამაშე გვაკლია და უნდა ვიმუშავოთ, როგორც გუნდმა. 

განაცხადი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, “ბარსელონას” არ ეყოლება ლეო მესი. ასევე, ტრავმის გამო, გუნდს დააკლდებიან სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე და ანსუ ფატი. კარგი ამბავი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელდა უსმან დემბელე.

მსაჯი

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ეიბარის” დაპირისპირების ისტორია 12 მატჩს ითვლის. აქედან, 11 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 1 კი – ფრედ, ბურთების შეფარდება 41-6. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც “ეიბარი” არ დამარცხდა, 2019 წლის 19 მაისს, “იპურუაზე” შედგა, თუმცა ეს მატჩი ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, “ბარსელონას” კი ტიტულის მოგება უკვე განაღდებული ჰქონდა.

საინტერესო სტატისტიკა

– “ბარსელონამ” “ეიბარის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრების 91.7% მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ გუნდებს შორის, რომელთანაც “ბარსას”, მინიმუმ, 5-ჯერ უთამაშია.

– “კამპ ნოუზე” გამართულ ექვსივე მატჩში “ბარსელონამ”, მინიმუმ, სამი გოლის გატანა შეძლო.

– “ეიბარს” ლა ლიგის ისტორიაში ორი ყველაზე დიდი მარცხი “ბარსელონასთან” აქვს განცდილი: 6-1 (2017 წლის სექტემბერი) და 5-0 (2020 წლის თებერვალი).

– “ბარსელონამ” ბასკურ გუნდებთან შინ გამართულ დაპირისპირებებში, ბოლოს, 2016 წლის სექტემბერში, “ალავესთან” წააგო, 1-2. მას შემდეგ ჩატარებული 16 მატჩიდან გუნდმა 15-ში გამარჯვება მოიპოვა.

– “ბარსელონას” 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც, რონალდ კუმანის მოღვაწეობის პერიოდში, საუკეთესო მაჩვენებელია.

– “ეიბარის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში, ანტუან გრიზმანის მონაგარს 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა წარმოადგენს.

– ხოსე ლუის მენდილიბარი “ბარსელონას” წინააღმდეგ 21-ჯერ წარსდგა, საიდანაც 18 თამაში წააგო (1 მოგება, 2 ფრე). ერთადერთი გამარჯვება 2012 წლის თებერვალში, “ოსასუნას” თავკაცის რანგში, შედგა, როდესაც პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” 2-3 დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored: 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, ლანგლე, ფირპო – პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი – გრიზმანი, ბრეითუეიტი, კოუტინიო

Sport: 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, არაუხო – დესტი, პედრი, დე იონგი, კოუტინიო, ფირპო – გრიზმანი, ბრეითუეიტი

SofaScore: 4-2-3-1

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, ლანგლე, ფირპო – ბუსკეტსი, დე იონგი – გრიზმანი, პედრი, კოუტინიო, ბრეითუეიტი

ტრანსლაცია

მატჩი, თბილისის დროით 22:15 საათზე, დაიწყება, ტრანსლაციას Silk უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 29 დეკ 2020, 20:14
    #5

    წლის ბოლო თამაშს არ წააგებს ბარსა არაფრით უეჭველი 3 ქულაა ეს :დ

  • AGU3RO
    schedule 29 დეკ 2020, 19:43
    #4

    წლის ბოლო თამაშია

  • Iniesta_8
    schedule 29 დეკ 2020, 18:15
    #3

    წლის ბოლო თამაშია და იქნება ახლა მაინც გაანძრიონ ტრაკი. კარგ ხასიათზე შეხვდნენ ახალ წელს. თუ არა და გასტ*ვნიათ პატრონი.

  • Albicelecte
    schedule 29 დეკ 2020, 17:13
    #2

    ვინც მეტს მოინდომებს, იმას ექნება წარმატება, უნდა დაივიწყონ, რომ ცალი ფეხით მოიგებენ!
    +10 კმ უნდა ირბინოს თითოეულმა barca-6

  • C.PC5
    schedule 29 დეკ 2020, 16:22
    #1

    4 მატჩიანი წაუგებელი სერია, არ დაუკარგოთ ჩაასწორეთ. გავაბრყყელებთ დღეს ეიბარს.