workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ეიბართან” მესის გარეშე | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

“ეიბართან” მესის გარეშე | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

ვერ ვიტყვით, რომ “ბარსას” ლეოს გარეშე თამაში კარგად აქვს დაცდილი, მაგრამ ბოლო შეხვედრაში , სადაც “ფერენცვაროში” სტუმრად 3-0 გაანადგურეს, გუნდის ყველა წევრი განსაკუთრებით მოტივირებული იყო.

ქვემოთ 3 სახის ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდთან, შესაძლოა, ყველაზე უპრიანი აღმოჩნდეს.

ვარიანტი N1

რონალდ კუმანმა, შესაძლოა, 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადასვლა ამჯობინოს, რითაც “ბარსელონას” შეტევითი პოტენციალი უკეთესად გამოჩნდება.

ლეო მესის ჩანაცვლებას მარჯვენა ფლანგზე მეათედ დაბრუნებული უსმან დემებელე შეეცდება.

მარცხნივ კი კოუტინიოს პედრი ჩაანაცვლებს. ბოლო პერიოდში ესპანელი ცალსახად ბრაზილიელზე უკეთ გამოიყურება.

ვარიანტი N2

ლანგლეს ბოლო შეხვედრაში კარგმა თამაშმა, შესაძლოა, მინგესას ნაცვლად მისი ძირითად შემადგენლობაში განწესება განაპირობოს.

“ვალიადოლიდთან” შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში სერხიო ბუსკეტსის დაბრუნების ვარიანტიც უნდა განვიხილოთ.

ტრავმიდან დაბრუნებული უსმან დემბელე კი დიდი შანსია სრულად არ დატვირთონ და თამაშში ჩართვის საშუალება მეორე ტაიმიდან მისცენ.

ვარიანტი N3

“ვალიადოლიდთან” გამოყენებულმა 3-5-2 ტაქტიკამ აშკარად ეფექტურად იმუშავა.

გამარჯვებულ შემადგენლობას კი მწვრთნელები იშვიათად ცვლიან. ამ შემთხვევაში მხოლოდ 2 იძულებითი ცვლილების გაკეთება გახდება საჭირო. ფირპო დისკვლიფიცირებულ ჟორდი ალბას ჩაანაცვლებს, გრიზმანი კი – მესის.

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • El pistolero 9
    schedule 29 დეკ 2020, 18:41
    #10

    პირველი კარგია

  • ლ.გ.K I N G
    schedule 29 დეკ 2020, 17:12
    #9

    პირველი და მესამე კანფეეტ

  • Albicelecte
    schedule 28 დეკ 2020, 22:12
    #8

    მინც მგონია, რომ მე-3 ვარიანტი უკეთესად იმუშავებს

  • me da barca
    schedule 28 დეკ 2020, 21:35
    #7

    გრიზი დაგლიჯავს ხვალ, მერე კუმანი იტყვის არ უმართლებსო.

  • M10 S9 D11
    schedule 28 დეკ 2020, 20:07
    #6

    პირველი ვარიანტი ჯობია

  • BARCELONA FOREVER
    schedule 28 დეკ 2020, 20:03
    #5

    მგონი პორველს არაუშავს მარა რაც გინდა ის იყოს მაინც მოიგებენ :დ

  • cezo45
    schedule 28 დეკ 2020, 19:38
    #4

    აქედან არცერთი ტაქტიკა არიქნება :)) სამი შემტევით ითამაშებს ბრეითვეითი კოუტინიო და გრიზმანი დადგება შეტევაში.. დეიონგი ბუსკეცი პედრი ნახევარდაცვაში.
    არაუხო მინგესა ლენგლე დესტი დაცვაში

  • Memphis Depay
    schedule 28 დეკ 2020, 19:30
    #3

    პირველი ვარიანტი არაა ცუდი, უბრალოდ მინგეზას მაგიერ უმტიტი მაინტერესებ.

  • C.PC5
    schedule 28 დეკ 2020, 19:29
    #2

    ამ სეზონში მესის გარეშე კარგად გამოდიან და ხვალაც დაადებენ ეიბარს.

  • BEQA BARCA
    schedule 28 დეკ 2020, 19:27
    #1

    მგონი ეიბართან მესამით თავისუფლად მოვიგებთ. მესამე მომწონს.