workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა-ეიბარი: რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბარსელონა-ეიბარი: რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “ეიბართან” გასამართი მატჩის წინ, ტრადიციულ პრესკონფერენციას მართავს.

ლიონელ მესი

ლეოს კოჭის არეში ტკივილი ჰქონდა, რის გამოც, ვარჯიში და თამაში ვერ შეძლო. ერთიკვირიანი დასვენება მისთვის კარგია. იგი, “ეიბართან” თამაშის შემდეგ, დაგვიბრუნდება.

მისი ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ მინახავს, თუმცა მიხარია, რომ ჩემზე დადებითად ისაუბრა. ვცდილობ, გუნდის თამაში ავაწყო. ახლა, კლუბში ტრანსფორმაციის პერიოდი დგას, მესი კი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

არაფერია ცუდი იმაში თუ ლეო თავის თავს სპორტული დირექტორის ამპლუაში ხედავს. ვფიქრობ, “ბარსასთვის” იდეალური იქნება თუ ლეო, კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბში მუშაობას გააგრძელებს.

იგი გადაწყვეტილებას მწვრთნელის ან ქვეყნის გამო არ მიიღებს [ამ შემთხვევაში კუმანი მაურისიო პოჩეტინოსა და მესის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს გულისხმობს]. ასეთი მნიშვნელობის საკითხები ოჯახთან ერთად წყდება. არ ვიცი, შეუძლია თუ არა მწვრთნელს მისი აზრის შეცვლა.

მეტოქე

ხვალ, საკმაოდ კონკურენტუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვალიადოლიდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული მატჩი გამოგვივა.

დემბელე

განაცხადი ხვალ გამოქვეყნდება. უსმანი თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ივარჯიშა და, სავარაუდოდ, განაცხადშიც იქნება.

პედრი

პედრი არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელი. იგი ძალიან მოკრძალებული ოჯახიდანაა და ზუსტად იცის თუ რისი გაუმჯობესება სჭირდება. წინ დიდი მომავალი ელის.

ტრანსფერები

მე და პლანესი განვიხილავთ გუნდის გაძლიერების გზებსა და იმ ფეხბურთელების სიტუაციას, რომელთაც დიდი სათამაშო დრო არ ეძლევათ. ახალმა პრეზიდენმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

თუ ნახევარი სეზონის სხვა კლუბში გატარება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სასარგებლო იქნება, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი იღებს.

3-5-2 სქემა

შეგიძლიათ, ტაქტიკები განიხილოთ. ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელებისგან თავდაუზოგავი შრომის მიღებაა.

“ბარსელონა”

დიდი ხნის განმავლობაში მსურდა, რომ აქ ვყოფილიყავი და ბედნიერი ვარ. თუმცა, ამავდროულად, აქ ყოფნა მარტივი არ არის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი, კოვიდისა და კლუბის გათვალისწინებით, უკეთესი იქნება.

“ეიბართან” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:15 საათზე, დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 28 დეკ 2020, 20:00
    #12

    მიდი კუმან გაიფინე ყველა :დ

  • Memphis Depay
    schedule 28 დეკ 2020, 18:28
    #11

    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა მინდა 😂😂😂😂😂

    ნაზარიო
    პედრი ——— პრინცესა
    დეპრესია-დე იონგი-პიანიჩი-დესტი
    არაუხო-*ლე-მინგეზა
    ტერ შტეგენი


    კაროჩე, ისე მინდა ლაპორტა მოვიდეს და ძველი დრო დაგვიბრუნდეს კულეებს. ზედ გადაისხეს გეფიცები, ბლატაობენ ამ მსაჯების და უეფას დამსახურებით შეტენილი ლიგებით და ოქროს ბურთებით ზაიბალ უკვე რა. ნერვები აღარ მაქვს, რონალდო რო ყველა დროის საუკეთესო იგროკი იქნება სადაც მესი, პელე, მარადონა არიან იმ ფეხბურთის დედას ვთხარე მე. და ზიდანის რეალი კიდე საუკეთესო, სასაც ფერგის მანიუ, პეპის ბარსა და იუპის ბავარია თამაშობდნენ.

  • Terstegen
    schedule 28 დეკ 2020, 18:27
    #10

    იმედია გრიზმანი გამოცოცხლდება მესის არყოფნაში💪

  • Albicelecte
    schedule 28 დეკ 2020, 18:09
    #9

    ციტატა: B.A.r.c.A
    გაუშვან პუჩი არტეტასთაან გამოზრდიის თორე ეს დაალპობს სკამზეე ცოდოა არადა


    თუ სადმე გაუშვებენ, ისევ არტეტასთან, რადგან არტეტა მაინც კულეა, ლა მასიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც უკვე სტაჟიანი მწვრთნელია და 2-3 სეზონის მერე ბარსაშიც სიამოვნებით წამოვა, თუკი ნდობას გამოუცხადებენ
    ამიტომ დიდი სიამოვნებით მისცემს განვითარების შანსს

  • B.A.r.c.A
    schedule 28 დეკ 2020, 17:55
    #8

    გაუშვან პუჩი არტეტასთაან გამოზრდიის თორე ეს დაალპობს სკამზეე ცოდოა არადა

  • alen halilovic
    schedule 28 დეკ 2020, 17:49
    #7

    პუჩს რო ყველა სიტყვაში უნამიოკებს ძაან არ მომწონს რა… იმედია ისედაც ელაპარაკება იგივეს. ნახევარი სეზონით გაშვებას მირჩევნია აქ იყოს და სკამზე, არაფერი მოუვიდეს, კლუბის მომავალია. ინიესტას დონეს არ ვადარებ, მარა წარმოიდგინეთ რო გაეშვათ სადმე ახალგაზრდობაში, იქ არავინ გაუფრთხილდებოდა, სხვა გუნდისთვის არაფერს ნიშნავს ასეთი ფეხბურთელები. შეიძლება დაინგრიოს კარიერა. და აქ გუნდის ნაწილი მაინც იქნება და იქნებ გადაუტრიალდეს კიდეც ბულდოგს თავში რამე

  • C.PC5
    schedule 28 დეკ 2020, 17:24
    #6

    ხვალ მოიგე თამაში და წელი გამარჯვებით დაასრულე თორემ შენ კუბოს გავუშვებთ იჯარით ჰოლანდიაში!

  • Georgebina
    schedule 28 დეკ 2020, 17:09
    #5

    მოკლედ რეალურად შევხედოთ, კუმანი არ არის იდეალური თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრანსფერები არ გაკეთდა, გუნდში არეულობა იყო და ასე შემდეგ მაინც ნორმალურად ართმევს თავს. წინა მწვრთნელებს თუ შევადარებთ კიდევ კუმანი ბევრად უკეთესია. ჯერ მარტო იმათი საუბრიდან და ხედვიდან ვერაფერს გაიგებდი და ამან იცის მაინც რა უნდა და წესიერად საუბრობს. თამაშშიც ყველა მინუსის მიუხედავად ბევრად მაღალ დონეს ვხედავთ.

    უბრალოდ ერთი რაც მაკლია არის ის, რომ რომელიმე თამაში გუნდი ბოლომდე გავიდეს ორივე ტაიმი, გაიტანოს რაც შეიძლება ბევრი გოლი და თქვას თავისი სიტყვა, რომ ბარსელონა ისევ აქაა. მახსოვს 6-0 და 7-0 ები და ვიცი მარტივი არაა, მაგრამ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რომ გავიდეს და ამხელა ანგარიშით მოიგოს 1 თამაში და ხალხს გაახსენოს, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა.

    მე პირადად კიდევ ჩავის მოსვლას ამის დარჩენა მირჩევნია და დროის მიცემა. ჩავი, რომ მოვიდეს კიდევ უნდა გადაიწყოს გუნდი და შეიცვალოს ბევრი რამ და დავიღალე უკვე ამ ცვლილებებით წლებია ამ გუნდის თამაშიდან სიამოვნება არ მიმიღია რაც ლუჩო წავიდა იმის მერე. ვაცადოთ ცოტა მივცეთ 1 წელი მაინც მგონი იმსახურებს.

  • Albicelecte
    schedule 28 დეკ 2020, 16:53
    #4

    კოუტინიო კაპიკად არ ვარგა, არც ტრინკაო
    შემტევი ფუნქციის შუაზახელები რომ იდეალურად ან კარგად მაინც გამოიყურებიდნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს ორი კაცი ძალიან ცუდად თამაშობს, ისე, როგორც წინ გრიზმანი

  • Memphis Depay
    schedule 28 დეკ 2020, 16:50
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    პუჩი ათამაშე შე თავგასიებულო


    ეგ და ლაფუენტე მინდა რა ხანია.

  • Albicelecte
    schedule 28 დეკ 2020, 16:42
    #2

    სრულიად რეალისტურია ამ თამაშის დიდი ანგარიშით მოგება

  • M10 S9 D11
    schedule 28 დეკ 2020, 16:34
    #1

    პუჩი ათამაშე შე თავგასიებულო