22 დეკემბერს “ვალიადოლიდთან” თამაშში შესრულებული ზუსტი დარტყმით ლიონელ მესი ერთი გუნდის მაისრუით გატანილი გოლებით მიხედვით მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. ლეომ ბრაზილიელი ლეგენდის, პელეს რეკორდი მოხსნა, რომელსაც “სანტოსის” მაისურით მეტოქეები 643-ჯერ ჰყავს დამწუხრებული.
რეკორდი მთელმა მსოფლიომ აღიარა, მათ შორის პელემაც, რომელმაც მესის ემოციურად მიულოცა.
თუმცა, როგორც ირკვევა, რეკორდს ყველა არ აღიარებს. პელეს ყოფილმა გუნდმა, “სანტოსმა”, ახლახანს, განცხადება გააკეთა, რომელშიც ვკითულობთ, რომ ბრაზილიელს, ამ გუნდის მაისურით, არა 643, არამედ 1091 გოლი აქვს გატანილი.
გთავაზობთ “სანტოსის” განცხადებას:
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრესასა და სოციალურ მედიაში პელეს მიერ “სანტოსის” მაისურით გატანილი გოლების რაოდენობაზე ბევრი დაიწერა. ზოგიერთი სტატისტიკოსის ცნობით, ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლებით რეკორდსმენი გახდა არგენტინელი ლიონელ მესი, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით 644 გოლი გაიტანა. ამ სტატისტიკაში გათვალისწინებული არაა ამხანაგური თამაშები, ანუ ჩათვლილია მხოლოდ, როგორც მას ზოგიერთი უწოდებს, ოფიციალური გოლები.
პელემ “ბარსელონას” 10 ნომერს უკვე მიულოცა: “ჩვენი მსგავსი ისტორიები, რომლებიც ერთი კლუბის სიყვარულს ეხება, სამწუხაროდ, ფეხბურთში უკვე ძალიან იშვიათია.” – დაწერა “მეფემ” სოციალურ ქსელში. პრესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი პელეს “სანტოსის” შემადგენლობაში ტურნირებზე გატანილი 643 გოლი ჩაუთვალა, მაგრამ არ ჩაუთვალა ამხანაგურ ტურნირებზე გატარნილი 448 გოლი, თითქოს ისინი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს.
448 გოლი, რომლებსაც დღეს არ თვლიან, პელემ გრანდების წინააღმდეგ გაიტანა. მექსიკის “ამერიკამ” და ჩილეს “კოლო კოლომ” მისგამ 9-9 გოლი გაუშვეს. 8 გოლი გაუშვა მილანის “ინტერმა”, 1960-იან წლებში ევროპის ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა. სიაში ასევე შედიან “რივერ პლეიტი”, “ბოკა ხუნიორსი”, “რასინგი”, “უნივერსიდად ჩილე”, “რეალი”, “იუვენტუსი”, “ლაციო”, “ნაპოლი”, “ბენფიკა” და “ანდერლეხტი”. ხოლო “ბარსელონამ”, რომელსაც მესი ამჟამად წარმოადგენს, პელესგან 4 თამაშში 4 გოლი გაუშვა.
ანალიტიკოსებს ასევე აქვთ არგუმენტი, რომ ამ 448 გოლიდან ბევრი გატანილია ამხანაგურ მატჩში, სუსტი და რეგიონალური მასშტაბის მეტოქეების წინააღმდეგ. ასეც რომ იყოს, თამაშები ჩატარდა ოფიციალური ფორმებით და ოფიციალური წესებით. უნდა შეგახსენოთ, რომ იმ დროს გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მხოლოდ რეგიონალური და ეროვნული ფედერაციების ნებართვით ატარებდნენ. ეს წესი დადგენილი იყო FIFA-ს მიერ. მეტოქის სისუსტე სტატისტიკის ანალიზისთვის იდეალური მსაზღვრელი არაა. “ეიბარის” კარში გატანილი გოლი სტატისტიკურად “ვალენსიას” კარში გატანილ გოლს უდრის. “ტრანსვაალის” (სურინამული გუნდი) კარში გატანილ გოლს იგივე ფასი აქვს, რაც “რეალის” კარში “სანტიაგო ბერნაბეუს” ცენტრიდან გატანილ გოლს.
ბრაზილიის მიერ მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ამხანაგური მატჩები ბრაზილიური კლუბებისთვის ფეხბურთელების შესანარჩუნებლად მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ევროპული კლუბებისგან არსებული უდიდესი ინტერესის მიუხედავად, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც პელე, პეპე, ზიტო და კოუტინიო არიან, მაინც “სანტოსში” რჩებოდნენ.
გარდა ამისა, სანაკრებო ფეხბურთის სტრუქტურა განსხვავებული იყო. არ არსებობდა FIFA-ს მიერ დადგენილი თარიღები. კლუბები ფეხბურთლებს დიდი ხნის განმავლობაში ელეოდნენ. პელეს “სანტოსის” 2-2 თვით დატოვება მოუხდა 1962, 1966, 1969 და 1970 წლებში.
ამ განცხადების შემდეგ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ლეგენდარული ტელმო სარას ოჯახის განცხადება. როდესაც მესიმ სარას რეკორდი დაამხო, ესპანელის ოჯახი ირწმუნებოდა, რომ რეკორდი ისევ ტელმოს ეკუთვნოდა, რადგან მან 251 გოლი უფრო ნაკლებ თამაშში გაიტანა.
როგორ გინდა აღიაროს სანტოსმა, როცა ბრაზილიელის რეკორდი მოხსნა არგენტინელმა.
კაროჩე გამოექანოს მთელი სანტოსი და დაახტეს მესის თუ არ აღიარებენდა
:დდდდდ ამას ინსტაგრამის შტერი ფანფეიჯებიც არ დადებდნენ
აუფ რამდენი უწერიათ ტყუილად. ოფიციალურ თამაშებში მესიმ აჯობა და ამხანაგურებში პელე ჯობნის მორჩა და გათავდა. ფაქტია!

ახლა მესიმ ჭ კლასის გუნდებთან ითამაშოს და დააგროვოს 1100 გოლი . . . 🙂 მერე ნახავთ სხვანაირად აჭიკჭიკდეწბიან 🙂
რომარიოს და ტულიო მარავილას აქვთ კიდევ დორამოსა გოლები გატანილი, მოიცა ვნახავ მაგათ სტატისტიკას
კაი ბიჭო მაშინ მესის ამხანაგურების თამაშების გოლებიც დათვალეთ
მესი მაინ ნუმერო უნოა N 1 ! ასე რომ შეგუება მოგიწევთ

სანტოსი აღიარებს თუ არ აღიარებს ფაქტი ფაქტად რჩება რეკორდსმენია მესი და ვერავინ შეცვლის ამ ფაქტს.არც აქვს მნიშვნელობა რას აღიარებს ეს გუნდი და რას არა.არავინ ანიჭებს მნიშვნელობას.მთავარია მისი გულშემატკივრები ვაღიარებთ.
გრანდები ბრჭყალებში უნდა დაეწერათ
მესის ამხანაგურებში გატანილებზე არაფერი იწერება და მე ვიცი, რომ მაგისი სტატისტიკა წესიერად არ დევს, მაგრამ თU ესპანურ ვიკიპედიას დავეყრდნობით:
https://es.wikipedia.org/wiki/Lionel_Messi
1130 გოლია და 302 საგოლე გადაცემა
არ ვიცი აქ ახალგაზრდულები რა ასაკამდეა ბარსაში, ბარსა ბ-ც არაა გამოკვეთილი
ისე 791 გამოდსის ბარსა ბც-ს გარეშე
მგონი 13 თუ 14 აქვს მანდ, ანუ 804 თუ 805?!
პელეს გოლები უნდა ჩაუთვალოს სანტოსმა რომელიც მან ჩემპიონატების(უფრო ხშირად ბრაზილიის შტატების) გარდა იმ ამხანაგურებში გაიტანა, რომლებსაც სანტოსი ხშირად მართავდა ზაფხულის არდადეგებზე, როგორც თვითონაც ამბობენ, ძირითადად აფრიკის სამოყვარულო გუნდებთან სადაც სანტოსი პელეს პიარს აკეთებდა, პელე ელაპარაკებოდა ბავშვებს, ხსნიდა სხვადასხვა სპორტულ სკოლებს და ამ ყველაფერს იღებდნენ და აპიარებდნენ. ეხლახანს ვნახე დოკუმენტური ფილმი პელეზე(რუსულ ნტვ+ ფეხბურთზე) სადაც იმასაც კი ყვებიან თუ როგორ გააძევა მსაჯმა პელე მოედნიდან(სხვათაშორის პელეც ძალიან უხეში მოთამაშე იყო) ამ გაძევებით ხალხი აღშფოთებულა, მოედანზე გადასულა და მსაჯი გაუგდიათ მოედნიდან. პელე კი დაუბრუნებიათ აი მსგავსი ამბები მის გარშემო არ ილევა ისევე როგორც მარადონასი გარშემო. ახლა მესის რო დაუთვალოთ ამხანგურ თამაშებში იქნებ ამდენიც ქონდეს, როგორც მახსოვს ლა მასიას გუნდი მესის თამადობით თამაშებს ორნიშნა ციფრებით იგებდა.
10
სანტოსის დასამშვიდებლად:
https://youtu.be/W2bgoOT6s4M
ნუ დაგავიწყდებათ და ცხვარი+ოციანზე გატანილები ითვალეთ!
და კიდევ უკეთესად გახსენებისათვის
https://youtu.be/sAP1QBu0KIQ
მესის რამდენი აქვს გატანილი ამხანაგურებში?
ბოღმიანები ხროვაა ბრაზილია ფიფა და უეფა აღიარებს ამ რეკორდს და სანტოსმა უკან გაირჭოს იმ ამხანაგურ მატჩებში გატანილო გოლები ვერ შეეგუა მთელი ბრაზილია რო სულში ჩააფურთხა მესიმ პელეს
სადღაც ძაან შორს არარეალური არაა რასავ ბაზრობენ,
მაშინ ამხანაგურს ბევრად დიდი დატვირთვა ქონდა.
სანტოსი რადგან იყო იქით კონტუნემტზე რეალთან ბარსასთან მილანი ინტერი იუვე ბაიერნი მოკლედ გრანდებთან სხვანაირად ვერ ითამაშებდა რო არა ამხანაგური,მაგრა ამხანაგური არ ნიშნავდა სასეირნოდ გამოსვლას,მანდ მტკიცდებოდა გუნდების და ფეხბურთელების სიძლიერე.
ევროპა ვერსუს სამხრეთ ამერიკა უხეშად რო თქვა .
.
ხოდა მოკლედ რო ვთქვათ ოფიციალურად მესი არის 1 ზე გაასწრო იასნა მარა ესეჩემ თავში რო ვიცი პელეს ეგ მიღწევები და ეგ გოლები მაინც მაგას აქ უფრო
მეტი გატანილი ვიდრე მესის.
მაგრამ მესი პირველზეა და იმსახურებს მაგას!
ზატო დანარჩენი 644 იფიციალური გოლი რა გუნდებს გაუტანა პელემ ეგეც ხო სათქმელია:)))
ამიტო მესი ნამბერ ვან😍
ენაცალა ბებიამ)
ბოღმააა :დდდ
ასეთი ბოღმიანი "ბაზარი" დაიწყეს როცა მესიმ ტელმო ზარას რეკორდი მოხსნა რა ქნან ვერ ისვენებენ კოფეს რეკორდი რომ აღარ არსებობს
ბოღმიანი *ლეები🤦🏻♂️
პელეს ხელი ურევია😎