“ბარსელონას” აღზრდილმა, სერჟი სამპერმა, რომელიც ამჟამად, ანდრეს ინიესტასთან ერთად, იაპონურ “ვისელ კობეში” თამაშობს, თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.
“ვიცი, თუ რა ხდება “ბარსაში”. მრავალი წლის განმავლობაში “ბარსას” მოთამაშე ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ გავატარე. ახლა კი ნათელია, რომ კარგი დრო არ გვიდგას და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც რამდენიმე წლის წინ.
ვისურვებდი თუ არა ლა ლიგაში დაბრუნებას? დიახ! ყოველთვის ვამბობდი, რომ დაბრუნება მინდოდა. ეს თავში მიტრიალებს. არ ვიცი ლა ლიგაში თუ სხვაგან, მაგრამ ევროპაში. ფაქტობრივად, ნებისმიერ ევროპულ ლიგაში თამაში ძალიან აღმაფრთოვანებდა.
“ბარსაში” დაბრუნება? ჩემთვის, “ბარსა” ის ეტაპია, რომელიც დასრულდა, მაგრამ კარს არასოდეს დავხურავ, ვინაიდან ეს კლუბია, რომელიც მიყვარს და რომელშიც გავიზარდე.”
– ციტირებს სამპერს ARA Esports.
ბარსაში ბურთის მომტანად თუ დადგები…
ისე ტოპ 5ში რომელიმე საშუალო გუნდის დონეს კი გაქაჩავდა
კი ალენია გელოდება :დ
ვისელშია, მაესტროსთან…
ღვინის გაყიდვებში ეხმარება
რა ბარსაში დაბრუნება სკამიდან არ აგაყენებენ
ეს ვისთანაა ? დდდ