workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა ვისელ კობესთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ოფიციალურად: ბარსელონა ვისელ კობესთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

“ბარსელონას” ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიური კლუბი იაპონიაში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩი ლა ლიგის დასრულების შემდეგ 6 ივნისს ტოკიოში იაპონიის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება. ეს არენა 80 000 გულშემატკივარს იტევს.

“ვისელ კობეში” “ბარსას” ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა და ყოფილი ფეხბურთელი სერჟი სამპერი თამაშობენ.

“ბარსელონა” იაპონურ კლუბს 2019 წელს “რაკუტენის თასზეც” დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც ინიესტამ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა.

დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით “ბარსამ” გასული სეზონიც ამხანაგური მატჩით დაასრულა – გუნდი შარშან ავსტრალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 18:23
    #3

    უკვე გამოაცხად რო ბარსელონასთან თამაში ბოლო იქნება იაპონურ კლუბთან, რაც შეეხება ფეხბურთიდან წასვლას ის ამას ჯერ არ აპირებს და მოგვიანებით იტყვის სად წავა. არც არაბეთში წასვლაა გამორიცხული.

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2023, 19:15
    #2

    ციტატა: C.PC5
    ისე ინიმ რო დაამთავროს კარიერა კაკრაზ მაგ თამაშით არ იქნება ურიგო, დროა უკვე ძმაკაცს დაუდგეს გვერდით თავის კლუბში. heart_eyes


    მინიმუმ ორი წელი არ აპირებს კარიერის დამთავრებას

  • C.PC5
    schedule 09 მაი 2023, 13:19
    #1

    ისე ინიმ რო დაამთავროს კარიერა კაკრაზ მაგ თამაშით არ იქნება ურიგო, დროა უკვე ძმაკაცს დაუდგეს გვერდით თავის კლუბში. heart_eyes