მოგეხსენებათ “უდინეზეს” ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი ძალიან ახლოსაა კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან. ახლა სანჩესი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ამერიკის თასის გათამაშებისთვის ემზადება.
ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 22 წლის ფეხბურთელს უფლება მისცა, რომ გაფრინდეს ესპანეთში და კონტრაქტი გააფორმოს “ბარსელონასთან”. ცნობისთვის ლურჯ–ბროწეულისფერები “უდინეზეს” 54 მილიონ დოლარს სთავაზობენ სანჩესის სანაცვლოდ.
” ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ არ გვაქვს სანჩესის ესპანეთში არ გაშვების უფლება,” განაცხადა ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ბორგიმ.



