კარლეს ტუსკეტსი: კუმანი კარგად მუშაობს

კარლეს ტუსკეტსი: კუმანი კარგად მუშაობს

მორიგი მატჩის შემდეგ, რომელშიც “ბარსელონამ” ქულები დაკარგა (2-2 “ვალენსიასთან”), კატალონიური კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გუნდის მთავარ მწვრთნელზე კომენტარი გააკეთა. 

კარლეს ტუსკეტსს რონალდ კუმანთან პრობლემა არ აქვს. 

კუმანი კარგად მუშაობს, მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. პერიოდულად მასთან ერთად ვსადილობ და ვხედავ, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

13 ტურში მხოლოდ 6 მოგებით “ბარსა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. კუმანის გუნდი მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, სტუმრად  “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ჩაატარებს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • me da barca
    21 დეკ 2020, 19:30

    კიდევ კარგი 1 თვე დაგრჩა და არა წლები.

  • axalibarca
    21 დეკ 2020, 09:45

    Barca for life,
    აი სრულებით გეთანხმები .
    არც გვარდიოლას ყავდა ვარსკვლავები , ახალგაზრდა ინიესტა ხავი მესი ბუსკეტსი და ისინი მოხოდა და გუნდი ააწყო . ამასაც ხო ყავს პედრი პუჩი დე იონგი ფატი მესი , ამათ მხოლოდ გამართული სათამაშო სქემა უნდა და ფსიქოლოგიურად მოძლიერება რაც კუმანს პირიქით გამოსდის . ისე რასაც ვაკვირდები ძაან შავ დღეშია ბარსა ამდენ ქულის დაკარგვას რო პატიობენ ტიპს

  • AGU3RO
    20 დეკ 2020, 19:36

    ბევრი შეცდომებიაქვს

    კუმანის ბრალი ბევრი არაფერია მარა ჩაციკვლა არუნდა

  • Albicelecte
    20 დეკ 2020, 15:12

    ამას ეს კარგი შედეგი ჰგონია, სამწუხაროდ…

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    20 დეკ 2020, 14:05

    არ მესმის კუმანზე როგორ ამბობს კარგად მუშაობსო.კუმანის მოსვლით რა შეიცვალა უკეთესობისკენ გუნდში?უკან უკან მიდის სიტუაცია.რაში ივარგა კუმანმა?დაცვაში ჩავარდნა თავდასხმაში და ნახევარდაცვაში ანალოგიური სიტუაცია.უაზრო ცვლილებები უაზრო ტაქტიკა რომელსაც სიჯიუტის გამო არ ცვლის.

  • Giorgi99
    20 დეკ 2020, 13:39

    ჩემი აზრით საყიდელია ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი არაუხოს რომ დაუწყვილდეს, ერთი შემტევი ნახევარმცველი, და 9 ნომერი გვინდა ბრეიტვეიტის ადგილზე მაგალითად ჰალანდი, და პლიუს დეპაი თან 5 მილიონიო სირცხვილია უნდა ვიყიდოთ. სასწრაფოდ გასაყიდია კაუტინიო.

  • Barca for life
    20 დეკ 2020, 13:08

    აი ერთი ის მაინტერესებს კუმანის არასწორ ტაქტიკებს, სულელურ ცვლილებებს, მოთამაშეების და ამავდროულად არასწორი მოთამაშეების ამოჩემებას, გუნდის უმოტივაციობასა და უსიცოცხლობას, დაცვაში უკვე ნახევარი სეზონია გამოუსწორებელ და არააგრესიულ თამაშს და ა.შ. ვის აბრალებთ?! თავად მოთამაშეებს? და ამავდროულად იძახით აი რა ქნას ამ გუნდით ვინც ჩაიბარა ეს ყავს და ნუ ისედაც ვიცოდით და… არა! გაუმართლებელია ყველანაირად!
    არაა ბარსას დონის მწვრთნელი და კარგად ჩანს ამდენი მატჩია უკვე.
    ის მოთამაშეები ვინც ჰყავს ერთი ტრამვებია რომ პრობლემები შეგვიქმნა და ეგეც არ იყო თავის მხრივ მოულოდნელი იმიტომ რომ შანსი არაა ნახევარი სეზონის განმავლობაში ვინმე არ დაგეტრამვოს, მაგრამ ახლაც ის მოთამაშეები ვინც ჰყავს თავის დროზე ყველა ბრეიტვეიტის გარდა ვარსკვალვებად და ამომავალ ტალანტებად არიან შეფასებული და თუკი მაღალი დონის მწვრთნელი ხარ უნდა იცოდე კიდევაც ამ ტალანტების ამოქაჩვა და განვითარება, მაგრამ შედეგი სახეზეა ბატონებო. განვითარება კი არა გუნდს სრული რეგრესი აქვს. ტიპმა ელემენტარული ის ვერ გათვალა რომ სუარესის სახით ამხელა ძალას რომ უშვებდა მის ნაცვლად მალევე წესიერი ჩამნაცვლებელი უნდა მოეყვანა და რა გამოვიდა? უკლასო ბრეიტვეიტი მივიღეთ მის ადგილზე, დიახ ბარსელონაში! ამავდროულად ვინც ჰყავს მოქმედი ტალანტი პუჩის სახით გადაემტერა და არ ათამაშებს და ვინც ყოველ შანსზე ფაფხურობს და შედეგს ვერ დებს ტრინკაოს, კოუტინიოს და ალენიას სახით – გამოყავს.
    კი მართალია შესაძლოა ბევრ რამეს უკეთ ხედავს, იმიტომ რომ იცის შიდა სამზარეულოშიც რა ხდება, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვაინტერესებს თამაშები და შედეგები ხოდა ფაქტია მთლიანად უაზროა მისი მოღვაწეობა ბარსაში და სჯობს რაც შეიძლება მალე დაგვტოვოს!
    არც გვარდიოლაა კუმანი და არც კლოპი, ტენ ჰააგი ან ფლიკი გუნდს აღზევების საფუძველი რომ ჩაუყაროს და ვისაც მისი კიდევ გჯერათ, ამდენი ოპტიმიზმიც დამღუპველია ხალხნო.

  • georgian2004
    20 დეკ 2020, 12:36

    გუნდის ძირითად შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვხვდება და გასაკვირი არუნდა იყოს რომ გამოუცდელობის გამო შეცდომები მოდით დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება უბრალოდ ცოტა დრო სჭირდებათ.თან შემტევებსაც რო დავაკვირდეთ არავინ არ რისკავს როდესაც ფატი იყო მაშინ თამაში იხსნებოდა და ყველაფერი კარგად იყო. კუმანში რაც ახსანიშნავია მომავლის გეგმებითაა ეს კაცი სულ ცდილობს რომ ახალგაზრდებს შანსი მისცეს და მომავალ გუნდს ფესვები ჩაუყაროს,უბრალოდ ყურს ნუ ჩამოვუშვებთ და ყველაფერი გამოწორდება.ვისკა ბარსა

  • M10 S9 D11
    20 დეკ 2020, 12:21

    დაგვცინის აშკარად დაგვცინის

  • BARCELONA FOREVER
    20 დეკ 2020, 12:13

    კი ისე კარგად მუშაობს რომ ცხრილსაც ეტყობა:დ

  • ANSU FATI 10
    20 დეკ 2020, 12:12

    რაა რესურცი აქვს მაინც ნიჩივო ისედაც. დიდს არაფერს მოველოდით კუმანისგან.

  • Gaucho24
    20 დეკ 2020, 11:35

    კარგად მუშაობს? სიმართლე მაინც თქვით რომ შეცდომებია მაგრამ გვჯერა გამოასწორებს ან რამე მსგავსი თავიდან მივყვეთ ანუ მოდი დავიწყოთ მეკარიდან და თითოეული პოზიცია განვიხილოთ.. მეკარეზე პრეტენზიები ალბათ არავის აქვს , ეძახიან ჩინურ ნოიერს და ასე შემდეგ მაგრამ ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომაა და ბარსასთვის იდეალურია მგონი დიდი ნაწილი თანხმდება.. სკამზეც ნეტუ ძალიან კარგია.. დაცვის მარჯვენა ფლანგი ასე თუ ისე ნორმალურია , დესტ კარგი ბიჭია მაგრამ აქვს იმის პოტენციალი რომ მოუტამოს , ჯერ ადაპტაციაც არ გაუვლია ასე რომ ამ ბიჭის იმედი უნდა გვქონდეს.. მარცხენა ფლანგს რაც შეეხება ალბას ჭირდება ისეთი კონკურენტი რომელიც აგრძნობინებს რომ ხელშეუხებელი არაა , ცუდად არ გამოიყურება ალბა , მაგრამ კონკურენცია აუცილებელია თან ალბაც ასაკშია და უნდა იფიქრონ მცველის დამატებაზე , ვფიქრობ გაია ან ტალიაფიკო იდეალური იქნებოდა.. ცენტრალური მცველები.. ბარსას ისტორიის ტკივილი.. არაუხო ძალიან მომწონს , სწრაფია დიდი ძლიერი ჭკვიანი მებრძოლი , მინგესასაც არაუშავს მაგრამ გამოუცდელია ეტყობა , არაუხოც გამოუცდელია მაგრამ ასე თუ ისე უფრო მეტ სათამაშო დროს იღებდა ვიდრე მინგესა , ორივეს შეცდომები ქონდა და ეს არ მიკვირს , მაგრამ უმტიტის უნდა მისცეს დრო , არაუხო უმტიტი უნდა ათამაშოს , ისე ვერ შევა უმტიტი ფორმაში და თუ შევიდა ძველებურ ფორმაში ვფიქრობ არაუხო-უმტიტი ცუდი დუეტი არ იქნება თუ არადა უპამეკანოა მოსაყვანი.. ლენგლე გასაყიდია.. ნახევარდაცვა.. ჩემი საყვარელი პოზიცია და ბარსასთვის უკვე აღარ , კუმანის არ მესმის , რატო ექსპერიმენტობს.. დე იონგი , ადამიანი რომელიც არის ჩამშლელი , იდეალურად ართმევს თავის საქმეს თავს და კუმანს უნდა რომ დე ბრუინი გახდეს , რატო? ალბათ აგრძნობინებს ხელმძღვანელობას რომ შემტევი ნახევარმცველი არ მყავს და მომიყვანეთო.. მოიცა თუ ვეინალდუმი უნდა ვეინალდუმი შემტევი ნახევარმცველია? ან თუ შემტევი უნდა რიკის რატო არ ათამაშებს? ამ კაცმა მგონი ნახევარმცველების მნიშვნელობა არ იცის.. მიუხედავად იმისა რომ კუმანს სულ ცალ ფეხზე კიდია ჩვენ აქ რას დავწერთ და რას ვიტყვით მოდი მაინც დავწერ 😀 .. სამი ნახევარმცველი.. პირველი ჩამშლელი , რომელიც დამაკავშირებელი ხიდია დაცვასა და შემტევებს შორის , რომელიც აკონტროლებს სივრცეებს და იდეალურად კითხულობს მოწინააღმდეგის ქმედებებს , რომელიც დაცვას აზღვევს , ბუსკეცი ან დე იონგი.. შემდეგი ნახევარმცველი არის ტემპის მაკონტროლებელი , რომელიც გრძნობს რითმს , იცის წინასწარ სად უნდა გააკეთოს პასი , გათვლილი აქვს წინასწარ რამდენიმე სვლა აპრესინგებს და პასებს არიგებს ასეთი გუნდში პიანიჩია და ვფიქრობ პედრი უფროა ასეთი ვიდრე პუჩი… შემდეგი არის ფანტაზისტა , შემქმნელი , კრეატივი , ენერგიული , დრიბლიორი რომელიც სივრცეებს შექმნის თავისი მოძრაობითა თუ პასით რომელიც შემტევებს ბოლო პასს გაუკეთებს და გაჭრის ყველაფერს , ასეთი გუნდში არის კოუტინიო ან პუჩი.. ეს არის 4-3-3 ის დროს ნახევარმცველების მნიშვნელობა.. ვეინალდუმი სად ჯდება? ბარსაში ვერსად.. დღეს დღეობით კოუტინიოს პუჩი სჯობს , პიანიჩს ცალსახად პედრი ჯობს , ბუსკეცს დე იონგი.. დე იონგი პედრი პუჩი კი ამ სეზონში ვერ ვიხილეთ რატომღაც.. შემტევები.. როდესაც 4-2-3-1 ს ან თუნდაც 4-3-3 ს ან თუნდაც გუშინდელ 4-1-4-1 ს თამაშობს აუცილებელია ვინგერები გყავდეს სწრაფი ვინგერები , რომლებიც დღევანდელ ფეხბურთში ალბათ შეტევისთვის ყველაზე მთავარია.. მხოლოდ ფლანგის მცველებზე ვერ იქნები რადგან ისინი უკან ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ და მიიღებ კონტრშეტევას.. ტრინკაო გამოუცდელი ახალგზარდაა ჯერ ადაპტაცია არ გაუვლია და არაფერს ვერჩი უბრალოდ ცოტა მალე უნდა მოვიდეს აზრზე და გააცნობიეროს რომ ბარსაშია.. დემბელე , არ ვიცი როცა თამაშობს თითქოს ფაფხურობს და მეტოქესაც აშინებს მისი ფაფხური სისწრაფე და გუნდს აშკარად აკლია , სკამიდანაც იდეალურად იქნებოდა უბრალოდ ცოტა მეტი უნდა იაზროვნოს და ტრავმებს შეეშვას.. ფატი.. რას ვიფიქრებდი თუ ამას ოდესმე ვიტყოდი , ბარსელონას ახალგაზრდა მესის არყოფნაც კი არ ეტყობოდა ისე როგორც 18 წლის ფატის არ ყოფნა ეტყობა თან მაშინ როდესაც გუნდში გრიზმანი მესი არიან.. იმედია მალე დაბრუნდება.. გრიზმანი ამ ბიჭს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს , სიმეონე ჭირდება ან კლოპი , ისე გუნდსაც დახატავდა ეგეთი მწვრთნელი ცოტა ხანი რომ აზრზე მოიყვანონ.. ბრაითვეიტზე არაფერს ვიტყვი მონდომებულია მაგრამ კლასი აკლია.. და ბოლოს მესი.. მეფე.. მეფე რომელიც ტირის.. მოკლედ გუნდს აშკარად აკლია ტემპის შეგრძნება , რითმის გრძნობა , მოტივაცია , მოგების სურვილი , ბურთისა და ფეხბურთელების გადაადგილება მოედანზე ძალიან დაბალია ამის გამოა მეტოქის საჯარიმოსთან გაუთავებელი გორაობა რადგან სანამ პასს აკეთებენ და იხსნებიან მეტოქე ასწრებს გადაწყობას , ტემპი არის მოსამატებელი ისე რომ შეცდომები შეამცირონ , ამას ვარჯიში სჭირდება და სწრაფი აზროვნება , და ასეთივე ფეხბურთელები.. გუნდს მოგების სურვილი არ ეტყობა , არ ეტყობა რომ ბოლომდე იბრძვიან , არ არის გუნდში არცერთი ფეხბურთელი ვინც გუნდს შემოუძაებს როგორც ამას რამოსი აკეთებს , როგორც ამას ვან დაიკი აკეთებს , როგორც სიმეონე ან კლოპი აკეთებს , ფეხბურთელი კი არა ადამიანიც არაა ასეთი , იყო მაგრამ წავიდა. პუიოლი , ის აკლია ბარსას.. იმედია ახალი პრეზიდენტი და იემდია ლაპორტა , გუნდს ფსიქოლოგიურად და მენტალურად მოხოდავს თორე ბარსელონას საქმე ცუდადაა , სწორი რამდენიმე ტრანსფერია საჭირო და პირველ რიგში გასაწმენდია გუნდი ზედმეტი "კარგი" ფეხბურთელებისგან.. წარმატებები..

  • ჯეკ ბლექ
    20 დეკ 2020, 11:26

    კარგად რო მუშაობდეს ამ კომენტარის გაკეთება არ მოგიწევდა.