ბართომეუს გადადგომის შემდეგ, ლაპორტას გამარჯვებამდე, კლუბს კარლეს ტუსკეტსი მართავდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მოკლე ხანში ნაყოფიერი სამუშაო გასწია და ჟოან ლაპორტას არჩევანის საშუალება დაუტოვა. როგორც ტუსკეტსი ამბობს, კლუბს ოთხი სპონსორისგან აქვს 200 მილიონიანი შეთავაზება.
ყველასათვის ცნობილია, რომ “ბარსა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, მაგრამ მეორე მხრივ ეს შანსია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველთვის სურდათ “ბარსასთან” თანამშრომლობა, წინა წლებში თუ დიდი კონკურენციის ფონზე ამის შანსი არ ჰქონდათ, ახლა “ბარსა” ყველა შეთავაზებას განიხილავს, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.
“შევეცადე, რომ ახალი პრეზიდენტისთვის კარგი ნიადაგი დამეხვედრებინა, მოლაპარაკებების დასაწყებად ყველაფერი მზად არის, შემიძლია ვთქვა, რომ ოთხი სპონსორი იჩენს ინტერესს, რომლებიც მზად არიან მინიმუმ 200 მილიონი ევროს ინვესტირებისთვის” – განაცხადა ტუსკეტსამ RAC1-თან და TV3-თან ინტერვიუში.
“ყველაზე რთული იყო ყოველდღიურად ვალის გადახდა, ისე, რომ ხელშეკრულება არ დაგვერღვია, ასევე, რთული იყო ფეხბურთელებისთვის იმის ახსნა, რომ მათი ხელფასები უნდა შეგვემცირებინა.”
ტუსკეტსმა აღიარა, რომ ბოლო დროს ძალიან ინერვიულა, რადგან ლაპორტას საპრეზიდენტო ბიუჯეტის წარსადგენად ძალიან მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ ჟოანმა პირველი ბარიერი გადალახა და ყველაფერი კარგად დასრულდა.
“ხელახალი არჩევნები ყვეაფერს გააფუჭებდა, ბოლომდე მშვიდად არ ვყოფილვარ.”
“ჩვენ გვჭირდება ინვესტორი, რომელიც კლუბის ხარჯების 49%-ს დაფარავს, რა თქმა უნდა, ჯობია, გქონდეს იმ ორგანიზაციის 51%, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, ვიდრე გქონდეს 100%-იანი წილი, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ მოაქვს.”
ანუ სულ ჯამში თუ ოთხივესგან 200-200.
4 ივესგან ერთად 200 მილიონი, აბა ცალცალკე რო 200-200 მილიონი ჩადონ დაფიქრწბაც არ ჭირდება ისე უნდა დათანხმდნენ
მოიფიქრებს ლაპორტა რამეს და ამოგვიყვანს კრიზისიდან
"მე და ბარსა"-ს ვულოცავ საიტის ლეგენდებში გადასვლას, წარმატებებს გისურვებ მეგობარო!
ვიცი მე ამათი სპონსორები რა გნიდებიც იქნებია ლაპორტასაც ოხრად ყავს თავისი სპონსორები
100% წილი და შემოსავალიც რომ მოქონდეს არა? მადლობა ბართოს, რომ კლუბი არ გაყიდა.
nika 54,
სპონსორი ხომ სანაცვლოდ ითხოვს რაღაცას? ან მაისურზე წარწერას, ან სტადიონზე წარწერას, ან წილის აღებას სამომავლო მოგებიდან, შესაბამისად, ოთხიდან ერთი უნდა აირჩიონ, ყველას ხო ვერ მისცემენ იმას, რასაც თითოეული ითხოვს?!
რეალის მსგავსად მოგვიწევს 2-3 წელი უტრანსფეროდ ყოფნა , მარა არაუშავს . საიმედო ახალგაზრდები გვყავს , ამიტომ ვფიქრობ რო მაგათი და უფასო ტრანსფერების ხარჯზე გადავიტანთ ამ პერიოდს , ჰოლანდის 150 მილიონად ყიდვა მაინც ილუზია მგონია , ძაან მომწონს ეგ ბიჭი მარა შეუძლებელია მაგის მოყვანა ეხლა და რომც შეიძლებოდეს ,არ იქნებოდა გამართლებული კიდევ უფრო დიდ ვალებში გადავარდნა
როგორც ტუსკეტსი ამბობს, კლუბს ოთხი სპონსორისგან აქვს 200 მილიონიანი შეთავაზება.
ანუ სულ ჯამში თუ ოთხივესგან 200-200.
პავლოვიჩი56,
დააბრუნონ : )
ინვესტორი? ჰა,ჰა,ჰაა… პროსტო როსელ-ბართომეუს ბანდა მოპარულ ფულს აბრუნებს.ესაა სულ.
იმედია ამოვალთ ამ ხრამიდან.ოოხ ბართომეუ
ლაპორტა გამოიყენებს კავშირებს და ამოვალთ ამ ჭაობიდან