კარლეს ტუსკეტსი: არ ვიცი კლუბიდან ინფორმაცია როგორ ჟონავს

კარლეს ტუსკეტსი: არ ვიცი კლუბიდან ინფორმაცია როგორ ჟონავს

Marca-მ კარლეს ტუსკეტსთან, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობას გასული 4 თვის განმავლობაში ასრულებდა, ინტერვიუ ჩაწერა.

ტუსკეტსმა მადრიდულ გამოცემასთან კლუბში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კუმანი

მას პირველივე წამიდან მხარს ვუჭერდი. იგი პირველი იყო, რომელმაც ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.

ხელფასები

ანაზღაურების შემცირება არის პრობლემა, რომელიც ლაპორტამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას. UEFA-ს მიერ დაწესებულ ზღვარს ვაჭარბებთ.

კომენტარი მესის გაშვების შესახებ

იმ ინტერვიუში მე არ მითქვამს, რომ მისი წასვლა აუცილებელია. მათ მკითხეს, წაადგება თუ არა კლუბს მისი წასვლა ეკონომიკურად. მე, როგორც ეკონომისტმა, ვუპასუხე, რომ ეს კლუბის ხარჯებს ნამდვილად შეამცირებდა. არ მითქვამს, რომ მისი წასვლა მინდა. კლუბის დატოვება მესის სურდა, ინიციატივა მან გამოიჩინა.

თუ იგი “ბარსელონაში” დარჩება, კლუბისთვის სასურველ პირობებზე დათანხმება მოუწევს.

ერიკ გარსია

იმედი მაქვს, რომ ერიკ გარსია “ბარსას” მალე შუერთდება. იგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე ენდობიან.

მესის კონტრაქტი

არ ვიცი, “ბარსელონადან” ყველა ინფორმაცია როგორ ჟონავს, ეს საყურადღებოა. არცერთ დირექტორს მესის კონტრაქტზე წვდომა არ ჰქონია.

კარლეს ტუსკეტსი “ბარსელონას” დროებითი მმართველობის საბჭოს ხელმძღვანელი ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის შემდეგ გახდა. 17 მარტს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი ჟოან ლაპორტამ დაიკავა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • Always cule
    25 მარ 2021, 08:49

    ძაან კარგად იცი ყველაფერი და გაჩერდი ახლა

  • me da barca
    25 მარ 2021, 02:44

    ბზარი აქვს სადღაც და ჟონავს. თუ მოინდომებთ შეიძლება ამის გაგება, რა თქმა უნდა თუ შენ არ ხარ.

  • ბასქუ10
    23 მარ 2021, 00:43

    ეს კაცი კიდე რა ვერ მოიშორეს, დროებიტ იყო პრეზიდენტი და ახლა ამ ინტერვიუბით წაიღებს ტვინს

  • Always cule
    22 მარ 2021, 23:44

    აბა ვინ იცის თუ თქვენ არ იცით

  • me da barca
    22 მარ 2021, 18:31

    აქვე ჩამოვწერ სავარაუდოდ, სად შეიძლება დაკარგოს ქულები რეალმა და ატლეტიკომ. 3 ვარიანტი.
    ატლეტიკო ჩემი აზრით, სავარაუდოდ დაკარგავს ქულებს.
    1. სევილია-ატლეტიკო ან
    ბეტისი-ატლეტიკო.
    —–
    2. ელჩე-ატლეტიკო ან
    ბარსელონა-ატლეტიკო. (იმედია წააგებს)
    —–
    3. ატლეტიკო-სოსიედადი ან
    ატლეტიკო-ოსასუნა
    ————————-
    რეალი:
    1. რეალი-ეიბარი ან
    რეალი-ბარსა (იმედია წააგებს)
    ——-
    2. რეალი-ოსასუნა ან
    რეალი-სევილია
    ——-
    3. გრანადა-რეალი ან
    ბილბაო-რეალი
    ———- ———
    ორ-ორი თამაში დავყავი სამ ეტაპად და ორიდან, რომელიმესთან დაკარგავენ ჩემი აზრით. ეს იმ ფონზე, როცა ბარსამ თიქმის ყველა უნდა მოიგოს. თუ ესენი დაკარგავენ მერე შეიძლება მოგვეცეს შანსი ქულების დაკარგვის. უნდა ჩათვალონ, რომ ყველა ფინალია და ძირითად დროში უნდა მოიგონ.

  • El pistolero 9
    22 მარ 2021, 18:11

    ესეც კარგი ვირთხაა ფა მიხარია რო მოვიშორეთ

  • Diana
    22 მარ 2021, 16:10

    ეგ თქვენ უნდა თქვათ როგორ ჟონავს იდიოტებო

  • M10 S9 D11
    22 მარ 2021, 15:13

    ჩვენ გაგვაქვს ინფორმაცია და თქვენ გაბრალებთ

  • nika 54
    22 მარ 2021, 15:06

    ეს რეებს ბოდავს, აბა ვისა აქვს წვდომა მე?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    22 მარ 2021, 15:02

    აბა რა არ იცი ზუსტად საიდან ჟონავს ისე კარგად იცი როგორც დაგიბარებია.

  • ana anukii
    22 მარ 2021, 14:59

    ლაპორტას ისე ეზიზღება რეალი კუმანმა მეორე წრეშიც რომ წააგოს არ აპატიებს 🤣😂