უკვე ბევრჯერ დაიწერა იმის შესახებ, რომ ჟოან ლაპორტა კლუბის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აუცილებლად შეეცდება და ასევე გუნდში “დორტმუნდის ბორუსიას” თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს მოიყვანს.
კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა უშუალოდ “ბარსელონას” ამჟამინდელი ბიუჯეტიდან დიდი სატრანსფერო თანხის გამოყოფის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ლაპორტა ორი ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელის გაყიდვისთვის ემზადება, რათა ნორვეგიელის შესაძენად ფინანსური რესურსი გაიუმჯობესოს.
Cuatro-ს ინფორმაციით, ეს ორი “ბლაუგრანელი” ფილიპე კოუტინიო და ანტუან გრიზმანი არიან. ბრაზილიელისა და ფრანგის კატალონიური კარიერა დიდი წარმატებით არ გამოირჩევა და ჟოანის აზრით, დროა მათ ნაცვლად სხვა, უფრო პერსპექტიულ ფეხბურთელს მიეცეს შანსი.
ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ ცოტა არარეალურად მირჩევნია ჰაალანდის ტრანსფერი ბარსელონაში… თუმცა რა თქმა უნდა ეს კლუბს ნამდვილად დაეხმარებოდა…
მიდიიიი იმედი მაქვს ლაპორტა მოიგებს 🙂