“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა უკვე გაინაღდა. დარჩენილ ორ ტურში კუმანის გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
დღევანდელი თამაშის მნიშვნელობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება პარალელურ მატჩში, სადაც “იუვენტუსი” კიევის “დინამოს” უმასპინძლებს.
თუ დღეს “ბარსელონამ” “იუვენტუსზე” მეტი ქულა აიღო, კატალონიელები ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებენ. თუ ორივე გუნდმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა, ჯგუფში უკეთესის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება, სადაც “ბლაუგრანას” “კამპ ნოუზე” “იუვესთან” ერთი ბურთით წაგების უფლება ექნება. ხოლო თუ “ბებერმა ქალბატონმა” “დინამოსთან” უფრო მეტი ქულა აიღო, ვიდრე “ბარსამ” “ფერენცვაროშთან”, მაშინ კუმანის გუნდს ბოლო ტურში არწაგება დასჭირდება.
ჯგუფში არსებული სიტუაცია მოკლედ რომ შევაფასოთ – დღეს წყდება, ექნება თუ არა აზრი ბოლო ტურში “ბარელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირებას, ამაზე კი შესაძლოა ისიც იყოს დამოკიდებული, შედგება თუ არა მესი-რონალდუს მონატრებული დაპირისპირება.
რაც შეეხება “ფერენცვაროშის” მოტივაციას – უნგრელებისთვის დღეს ქულის აღებას, შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს. დიდი ალბათობით (თუ “იუვენტუსმა” “დინამო” დაამარცხა) “ფერენცვაროშისთვის” სულერთი იქნება, დღეს მოიგებს, თუ ფრედ ითამაშებს. მთავარია უნგრელებმა “დინამოზე” მეტი ქულა აიღონ და ასე შეხვდნენ ბოლო ტურს.
სათამაშო ფორმა
“ფერენცვაროში” უნგრეთის გამოკვეთილად საუკეთესო გუნდია. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ბუდაპეშტელებმა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე ნოემბერში ყველა თამაში მოიგეს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ.
სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სერგეი რებროვს ნამდვილად ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს. წინა ტურში, ტურინში “იუვენტუსთან” გამართულ შეხვედრაში სტუმრები ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ.
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადი საქმის მოთავების შემდეგ აქცენტი ლა ლიგაზე გააკეთა, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში კარი მშრალად პირველად შეინახა. კატალონიელებმა გასულ უქმეებზე იმ “ოსასუნას” სძლიეს იოლად, რომელთანაც წინა სეზონში საკუთარ კედლებში დამარცხდნენ. ამ მატჩისგან განსხვავებით, დღეს მოედანზე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ იქნება, რაც ორ რამეს გამოიწვევს – “ბარსელონა” კლასით უფრო დაბალი დონის გუნდი იქნება, სამაგიეროდ უფრო მოძრავი და აქტიური.
დანაკლისი
თურმე კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც კი შეიძლება არსებობდეს გუნდი, რომელიც თამაშს უდანაკარგოდ ხვდება. ეს გუნდი რომ “ბარსელონა” არაა და კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება, ეს კარგად მოგეხსენებათ.
დღევანდელი თამაშისთვის “ფერენცვაროშს” არც ტრავმირებული ჰყავს ვინმე, არც დისკვალიფიცირებული და არც კორონავირუსით ინფიცირებული.
“ბარსელონას” კი საკადრო პრობლემები ისედაც თავზე საყრელად აქვს და კუმანმა ამას ლიდერების დასვენებაც დაუმატა. კატალონიურ კლუბს ტრავმების გამო ჟერარ პიკე, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, სამუელ უმტიტი და რონალდ არაუხო არ ეყოლება. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ისვენებენ ლიონელ მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფილიპე კოუტინიო.
კარგი ამბავი ისაა, რომ სერიოზული არ აღმოჩნდა კლემან ლანგლეს “ოსასუნასთან” მიღებული ტრავმა. ფრანგი უკანახაზელი დღევანდელი მატჩის განაცხადშია, თუმცა არაა გამორიცხული, კუმანმა მაინც არ გარისკოს და დაცვის ცენტრში დე იონგი-მინგესას ან ბუსკეტსი-მინგესას წყვილი ვიხილოთ.
ურთიერთშეხვედრები
ოფიციალურ მატჩში გუნდები ერთმანეთს პირველად წელს დაუპირისპირდნენ. მიმდინარე ჯგუფის პირველ ტურში “ბარსამ” “ფერენცვაროში” 5-1 გაანადგურა, თუმცა კატალონიელებს ანგარიშის შესაფერისი თამაში ნამდვილად არ უჩვენებიათ.
ოფიციალურ დონეზე ასეთი მწირი ურთიერთშეხვედრების ისტორიის მიუხედავად, “ბარსელონასა” და “ფერენცვაროშს” მაინც საკმაოდ საინტერესო წარსული აქვთ. მათ მათ დაპირისპირებაზე დეტალურად შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ.
დიდი ისტორია არც “ბარსას” უნგრულ გუნდებთან დაპირისპირებას აქვს. ოქტომბერში ჩატარებული თამაშის ჩათვლით, ეს სულ 3-ჯერ მოხდა. “ბლაუგრანამ” სამივე თამაში მოიგო, გაიტანა 9 და გაუშვა 2 გოლი.
“ფერენცვაროშს” კი ესპანურ გუნდებთან 7-ჯერ უთამაშია. ბუდაპეშტელებს 1 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში ჩატარებული 3 შეხვედრიდან უნგრელებმა 1 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
არბიტრი
ბევრი რამ სათქმელი არც არბიტრზეა. 40 წლის ბულგარელ ალექსეი კულბაკოვს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 12-ჯერ უმსაჯია. როგორც “ბარსელონას”, ასევე “ფერენცვაროშის”შეხვედრაში კულბაკოვი მონაწილეობას პირველად მიიღებს.
მიმდინარე სეზონში UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში კუბლაკოვმა სულ 5-ჯერ იმსაჯა. მისი სტატისტიკა ასეთია: 16 გაფრთხილება, 1 გაძევება, 0 თერთმეტმეტრიანი.
საინტერესო ფაქტები
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა თამაში მოგებული აქვს;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ფერენცვაროშის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან 7-ში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში “ფერენცვაროში” მინიმუმ 2 გოლს უშვებდა;
- “ფერენცვაროშს” ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- მასპინძელთაგან ადნან კოვაჩევიჩი და ელდარ ჩივიჩი, ხოლო სტუმართაგან მირალემ პიანიჩი ბოსნიის ნაკრებში თანაგუნდელები არიან;
- “ფერენცვაროშში” მხოლოდ 2 ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონამდე ნათამაშები ჰქონდა;
- მიმდინარე სეზონში “ფერენცვაროშს” მხოლოდ 2 წაგება აქვს – “ბარსელონასთან” და “იუვენტუსთან”.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი
რონალდ კუმანის კომენტარი სრულად
სერგეი რებროვი
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ფერენცვაროში: დიბუში, ლოვრენშიჩი, ბლაჟიჩი, ფრიმპონგი, ჰეისტერი, სიგერი, ხარატინი, სომალია, ზუბკოვი, უზუნუ, ნგუენი.
ბარსელონა: ნეტუ, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პედრი, დემბელე, გრიზმანი, ტრინკაუ, ბრეითუეიტი.
Sportsmole
ფერენცვაროში: დიბუში, ბოტკა, ფრიმპონგი, ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჰეისტერი, ზუბკოვი, სომალია, სიგერი, ნგუენი, ბატურინა.
ბარსელონა: ნეტუ, დესტი, ბუსკეტსი, მინგესა, ფირპო, პიანიჩი, ალენია, ტრინკაუ, გრიზმანი, დემბელე, ბრეითუეტი
Sportskeeda
ფერენცვაროში: დიბუში, ჰეილსტერი, დვალი, ფრიმპონგი, ბლაჟიჩი, ლოვრენშიჩი, უზუნი, სომალია, სიგერი, ზუბკოვი, ნგუენი.
ბარსელონა: ნეტუ, დესტი, მინგესა, ბუსკეტსი, პიანიჩი, ალენია, დემბელე, პედრი, ტრინკაუ, ბრეითუეიტი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportsmole: 1-4
- Sportskeeda: 1-4
ტრანსლაცია
თამაში 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას კი ქართული არხები არ გვთავაზობენ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ გვერდზე fcb.ge/live. ტრანსლაცია თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე დაიწყება.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ოღონდ ეს ფორმრა არა რაა იმედია შავი ფორმით გამოვლენ სათამაშოდ
მაგას ისევ კოუტინიო ჯობია. დიბალა არაფრით არ ვარგა საერთოდ 🙂
ეროვნებიდან გამომდინარე თორე არცერთი არ უქნია ღმერთს ფაქტია უბრალოდ არგენტინელობამ იქნება რაღაც ქნასთქო
ისე დიბალა კოუტინიოს ბარტერზე რამე აზრი გააქთ მემგონი ბარსას უფრო წაადგება
[b]Andria[/
კიდე კაი 1 ზე გავედით თორე 2 რო გავსულიყავით შეილება კიდე ბაიერნი დაგვჯახებოდა
ანუ რამაინტერესებს პირველი ადგილით თუ გავალთ ვინ იქნება პოტენციური მეტოქეები და თუ მეორე ადგილით გავალთ მაშინ ვინ ? პირველით გავალთ უეჭველი ვიცი უბრალოდ მაინტერესებს
ნეტუ
დესტი-მინგესა-ფირპო-ალბა
ალენია-დე იონგი
ტრინკაო-გრიზმანი-დემბელე
ბრაითვაიტი