არიგო საკი:
”ბარსელონას” ფეხბურთელებმა ყოველთვის იციან რა მოიმოქმედონ. ყოველთვის ნახულობენ ერთმანეთს. იციან როდის უნდა ითამაშონ პრესინგი, როდის გაჩერდნენ, გახლიჩონ ზონები და გაიტანონ გოლები. ერთი სიტყვით ”ბარსა” მსოფლიო ფეხბურთის სანახაობაა”
მარჩელო ლიპი:
”მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ იყო ისეთი გუნდი, როგორიც ახლანდელი ”ბარსელონაა”. ისინი საუკეთესოთა შორის საუკეთესო არიან. ”ბარსელონა” სრულიად უნიკალური ქმნილებაა”.
ოტმარ ჰიცფელდი:
”ჩემთვის ახლანდელი ”ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი გუნდია. ოქროს თაობა, რომელიც განკარგავს სპორტის ნომერ პირველი სახეობის განვითარებას უახლოესი წლების განმავლობაში. მე აქამდე არ მინახავს ასეთი ტექნიკური გუნდი”.
იურგენ კლოპი:
”ბარსელონა” იდეალური კლუბია”.
რივალდო:
”არცერთ კლუბს აქამდე ჩემში არ გამოუწვევია ისეთი აღფრთოვანება, როგორიც პეპ გვარდიოლას ”ბარსელონამ” შეძლო. კატალონიელების თამაში სიამაყის გრძნობით მავსებს, რადგან თავად ვთამაშობდი ამ კლუბში. სამწუხაროა, რომ დღეს ”ბარსაში” თამაში არ შემიძლია. ”ბარსელონა” დღეს თამაშობს ისე, როგორც თამაშობდა თავად გვარდიოლა”.
გარი ლინიკერი:
”ბარსელონა” საუკეთესო გუნდია, რაც კი აქამდე მინახავს”
რობერ პირესი:
”არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ”ბარსელონა” ევროპაში საუკეთესო გუნდია. ისინი შიშს გვრიან ყველას ისევე როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თამაშით. ძალიან მომწონს კატალონიელების თამაშის ფილოსოფია. ეს უბრალო თამაშია მუდმივი მოძრაობით და მინიმალური შეხებით ბურთთან. ამ გუნდის თამაშის ყურებისას ხვდები, რომ გოლებს იხილავ”.
კლოდ პიუელი:
”ბარსელონა” ფეხბურთის სკოლაა”.
მიჩელი:
”ახლანდელმა ”ბარსელონამ” გადამეტების გარეშე ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა. მათი თამაშის აღქმა ხანდახან გაუგებარი ხდება. ისინი ათავსებენ დიდებულ ფეხბურთს დიდ შედეგებთან. ასეთი შედეგები შეუძლებელი იქნებოდა იმ ფეხბურთელების გარეშე, რომლებიც ახლა ”ბარსელონაში” ასპარეზობენ”.
რაფაელ ვან დერ ვაარტი:
”ეს ფანტასტიკური გუნდია. ჩავი, ინიესტა და მესი ყოველთვის ქმნიან ისეთ საფრთხეს, რომ მეტოქეს შანსი არ რჩება”.
დიდიე დეშამი:
”ეს არის გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოს მივიდა ”სრულყოფილებამდე”. ამ გუნდის თამაში ფილოსოფიის დამსახურებაა, რომელსაც უკვე დიდი ხანია გუნდში ატარებენ. ამას გარდა საჭიროა გყავდეს სათანადო დონის ფეხბურთელები. ”ბარსას” ფეხბურთელები ტექნიკით ყველას ხიბლავენ”.
იოახივ ლიოვი:
”უკეთესად თამაში უბრალოდ შეუძლებელია. ”ბარსას” წარმატება იხსნება მათი ფილოსოფიით: პიკე და პუიოლი დაცვაში, ჩავი და ინიესტა ნახევარდაცვაში მხრაში უდგანან მთელ გუნდს, რომელიც ძალიან უყვართ. მათგან არცერთი ”ბარსელონას” არასდროს დატოვებს. მეორე არის ის, რომ ამ გუნდის ფეხბურთელები შესანიშნავ ტექნიკას ფლობენ. მათი გადაცემები ყოველთვის ზუსტი და ”სასიკვდილოა” მოწინააღმდეგესთვის. და მესამე: ”ბარსას” ფეხბურთელები ისეთი შეთამაშებულები არიან, რომ თავლდახუჭული ხედავენ ერთმანეთს”.
ჟიუსტ ფონტენი:
”ფეხბურთის ისტორიაში ბევრი გამოსარჩევი გუნდი იყო, თუმცა არცერთი მათგანი არ ფლობდა ისეთ გუნდურ ტექნიკას, როგორსაც ”ბარსელონა” ფლობს”.
ყურბან ბერდიევი:
”ახლანდელი ”ბარსელონა” რაღაც განსაკუთრებულია. ამ გუნდთან არ უნდა გქონდეს შენი საიდუმლოების იმედი, როგორი ეფექტურიც არ უნდა ყოფილიყო ისინი ადრე. ”ბარსელონას” თამაში იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს ეჩვენება. მუდმივი გადაცემები, ბურთის დიდხანს კონტროლი ადვილი არ არის. ”ბარსელონა” ცენტრში იმწყვდევს ფეხბურთელებს, სადაც ერთ ეპიზოდში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. გუნდი ძალიან ტექნიკურია. როცა ხვდები როგორაა ყველაფერი გაკეთებული და უყურებ მათ ფეხბურთს დიდებული სიამოვნებაა”.
იური სიომინი:
”ამ არმიის წინააღმდეგ 15-20 წუთი შეიძლება გაძლო, ხოლო შემდეგ ტოტალუტი სტილი დაიპყრობს ყველაფერს”.
ანდრეა პირლო:
”ბოლო 50 წლის საუკეთესო გუნდი ”ბარსელონაა”. ვერავინ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ისინი თამაშობენ”.
რაიან გიგსი:
”ზოგჯერ ”ბარსელონას” შეუძლია გააკეთოს ის, რომ მოწინააღმდეგე უსუსტესად წარმოაჩინოს, რადგან კატალონიელებს კარგად შეუძლიათ ბურთის კონტროლი”.
რობერტო ბაჯო:
”სიამოვნებით ვუყურებ, თუ როგორ თამაშობს ”ბარსელონა”.
რობერტ პროსინეჩკი:
”ესპანეთში შეგვიძლია ვნახოთ ყველაზე ლამაზი და ყურებადი ფეხბურთი მსოფლიოში. და შეიძლება ითქვას, რომ ვისაც არ მოსწონს ”ბარსელონას” თამაში, მას არ უყვარს ფეხბურთი”.