“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ედმილსონი კატალონიური გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის “ბლაუგრანადან” შესაძლო წასვლაზე კომენტარს აკეთებს.
ბოლო დროს მესის მომავალზე ბევრს საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 33 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში “ბარსადან” წასვლა უშედეგოდ სცადა. მიუხედავად ამისა, ედმილსონი ფიქრობს, რომ არგენტინელი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.
მესის “ბარსელონადან” წასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა არის კარგი ლეოსთვის და რა – კლუბისთვის. ისინი უნდა შეთანხმდნენ.
ვიცით, რომ მესი არაა ის ბიჭი, ვინც 5 წლის წინ იყო. მე ყოველთვის ვამბობ: ფეხბურთელები მიდიან, მაგრამ კლუბი რჩება. ლეო ის ადამიანია, რომელსაც ისტორია აქვს. დაე, შექმნან მესის ქანდაკება, მადლობა გადაუხადონ და შემდეგ ყველაფერი კარგად გაგრძელდება. ცხოვრება ასეთია. დღეს აქ ვართ, ხვალ კი არ ვიქნებით. ჩემთვის მესი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი ხდება.
– ედმილსონის ამ სიტყვებს EFE ციტირებს.
ცნობისთვის, ლეო მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
როგორ ოცნებობს ბრაზილიის ფეხბურთელ-გულშემატკივრების 99% რომ ლეომ მშობლიური კლუბი დატოვოს

არსადაც არ წავა აქ დაამთავრებს კარიერას მოვა ლაპორტა და დალაგდება ყველაფერი მე ასე მგონია