ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე მეორე ლეგენდას, დიეგო მარადონას ემშვიდობება.
ძალიან სამწუხარო სიახლე. მე დიდებული მეგობარი დავკარგე, მსოფლიომ კი ლეგენდა დაკარგა. სამწუხაროდ, სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ღმერთმა შენს ოჯახს გამძლეობა მისცეს. იმედი მაქვს, ერთ დღეს ბურთს ზეცაში გავაგორებთ.
– ვკითხულობთ პელეს Twitter-ის გვერდზე.
დიეგო მარადონა დღეს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Que notícia triste. Eu perdi um grande amigo e o mundo perdeu uma lenda. Ainda há muito a ser dito, mas por agora, que Deus dê força para os familiares. Um dia, eu espero que possamos jogar bola juntos no céu. pic.twitter.com/6Li76HTikA
— Pelé (@Pele) November 25, 2020
ამ ორის ერთ გუნდში ნახვა იყო ბევრი ფეხურთის ფანის ოცნება.