workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
როგორ ასპარეზობენ იჯარით წასული ფეხბურთელები?

როგორ ასპარეზობენ იჯარით წასული ფეხბურთელები?

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონამ” გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, გამოცდილებისა და სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, სხვადასხვა ევროპულ კლუბში გაანათხოვრა.

უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო დაგვიანებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და შედეგები, რომლებსაც განათხოვრებული ფეხბურთელები აჩვენებენ, არცისე სახარბიელოა.

სერხიო აკიემე

22 წლის მარცხენა მცველი, სერხიო აკიემე, სექტემბერში სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ალმერიას”, ერთწლიანი იჯარით, შეუერთდა. სადებიუტო მატჩი, “ლუგოს” წინააღმდეგ, კარგად დაიწყო – მე-8 წუთზე აკიემემ ანგარიშის გახსნა შეძლო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად არასასიამოვნო სტარტისა, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაინც დაიმკვიდრა – შესაძლო 12 მატჩიდან მონაწილეობა 8-ში მიიღო, აქედან 7-ში კი 90 წუთი ითამაშა. “ალმერია” სეგუნდა დივიზიონში მე-5 ადგილზე და ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ, აკიემესთან ერთად, “ალმერიაში” ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე, ასპარეზობს.

ჟუან მირანდა

“შალკედან” დაბრუნებული მირანდა, “ბარსამ” “ბეტისში” გაანათხოვრა. სევილიელთა თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ, იგი “სოსიედადთან” მატჩის 75-ე წუთზე გამოიყვანა, რის შემდეგაც, უკვე ზედიზედ 4 ტურია, 20 წლის მარცხენა მცველს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა.

ემერსონი

წინა სეზონის მსგავსად, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი “ბეტისის” ძირითადი შემადგენლობის წევრია. ლა ლიგაში მან ორი შეხვედრა ტრავმის, ხოლო ერთი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ჯერჯერობით, ემერსონს “ბარსელონაში” ყოფნის საშუალება არ ჰქონია. 2019 წელს, იგი “ბარსამ” და “ბეტისმა” “ატლეტიკო მინეიროდან” ერთობლივად, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეიძინეს. სატრანსფერო თანხის ნახევრის გადახდის ვალდებულება “ბეტისმა” აიღო, სანაცვლოდ კი ემერსონი ორწლიანი იჯარით აიყვანა.

ჟან-კლერ ტოდიბო

ფრანგს, რომელიც ჟუან მირანდასთან ერთად, “შალკეში” იყო განათხოვრებული, “ბენფიკაში” სადებიუტო შეხვედრა ჩატარებული არ აქვს. მას კოჭის ტრავმა აწუხებს და გამოჯანმრთელების პროცესი, სავარაუდოდ, იანვრამდე გასტანს.

მუსა ვაგე

2020/21 წლების სეზონს ვაგე ბერძნულ “პაოკში” ატარებს. ჯერჯერობით, 22 წლის სენეგალელს სასტარტოში ადგილის მოპოვება უჭირს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან ოქტომბერში კოვიდ-19 გადაიტანა. მის ანგარიშზე 5 მატჩია, აქედან 3-ში იგი შეცვლაზე შემოვიდა.

“პაოკი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს. ასევე, ბერძნულ კლუბში თამაშობს ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, ნიკა ნინუა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Konrad de la Fuente
    schedule 24 ნოე 2020, 13:43
    #2

    ციტატა: ROUCH
    ზოგს რა ბედი აქ, ბარტრა იყო სკამზე ალპეს მოეთრა ლენგლე და ძირითადში ჩაჯდა სხვა რო არავინ იყო გუნდში, ტოდიბო იყო და სკამზე ალპეს სუსტ გუნდებთან და თასზე ჭ ლიგის გუნდებთნაც არ მიცეს დრო, მოეთრევ ეხლა დიდი ალბათობით გრსია და ისიც ძირითადში ჩაჯდება და ახლა არაუხო გაიწირება


    ეს გარსია სიტის ფარჩაკი დაცვის ფონზე ვერ ჯდება ძირითადში და ნეტა რატო მიაკვდნენ? განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე მაგ იგროკში.

  • ROUCH
    schedule 24 ნოე 2020, 13:36
    #1

    ზოგს რა ბედი აქ, ბარტრა იყო სკამზე ალპეს მოეთრა ლენგლე და ძირითადში ჩაჯდა სხვა რო არავინ იყო გუნდში, ტოდიბო იყო და სკამზე ალპეს სუსტ გუნდებთან და თასზე ჭ ლიგის გუნდებთნაც არ მიცეს დრო, მოეთრევ ეხლა დიდი ალბათობით გრსია და ისიც ძირითადში ჩაჯდება და ახლა არაუხო გაიწირება