workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირჩა ლუჩესკუ: მესის არყოფნა “ბარსას” დაცვას გააუმჯობესებს

მირჩა ლუჩესკუ: მესის არყოფნა “ბარსას” დაცვას გააუმჯობესებს

კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, “ბარსელონასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.

რა გეგმები გაქვთ ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით? ფრეს უმიზნებთ, თუ მოგებას?

რა თქმა უნდა, მოგება გვინდა, მგრამ მოედანზე ვიხილავთ ორ განსხვავებული  ფილოსოფიის, რესურსებისა და იდეების მქონე გუნდს. “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხანია არ უთამაშია და მინდა, რომ ეს თამაში კლუბის პროგრესისთვის გამოვიყენოთ.

ითამაშებს სიდორჩუკი?

სერგეის გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია. ის კორონავირუსისგან მხოლოდ გუშინ გამოჯანმრთელდა. ამ დაავადების შემდეგ მოედანზე კვლავ შებიჯება ძალიან რთულია. გასულ კვირაში 7 ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, ექვსმა მათგანმა კი “ინგულეცთან” ითამაშა. ისინი საკმაოდ სუსტები იყვნენ. სავარჯიშო პროგრამის შეცვლა მოგვიხდა. ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ თუ ვინმე მზად არაა, მის ნაცვლად სხვა ითამაშებს.

ვინ უფრო დიდი დანაკლისია “ბარსასთვის” – მესი თუ დე იონგი?

“ბარსელონა” “ბარსელონაა”. რა თქმა უნდა, მესის არყოფნა მეტოქისთვის ყოველთვის უპირატესობაა, მაგრამ მისი არყოფნა გუნდის დაცვით პოტენციალს გაზრდის. ამ გუნდში შემთხვევით არავინ ხვდება. კატალონიელები ტრანსფერებში დიდ ფულს ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. გარდა ამისა, ამ გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდებიც ირიცხებიან.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • El pistolero 9
    schedule 24 ნოე 2020, 12:01
    #1

    პრესინგით უნდა ავიკლოთ.მესის არყოფნა მაგმხრივაა კარგი