კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, “ბარსელონასთან” წაგებული თამაშის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რუმინელმა განაცხადა, რომ “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო პერიოდის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.
ვფიქრობ, რომ კარგი ოპონენტის წინააღმდეგ, კარგი თამაში ჩავატარეთ. როგორი მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამავდროულად, ისინიც მეტს იმსახურებდნენ. ალბათ, “ბარსელონასთვის”, ეს მატჩი ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრებიდან საუკეთესო იყო.
ისინი რთულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, რადგან წაგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გასვლას ვერ შეძლებდნენ. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა იღბალი “ბარსას” მხარეს იყო.
“კამპ ნოუზე” ჩატარებულ მატჩთან შედარებით, “ბარსელონა” ბურთს უკეთ აკონტროლებდა, უფრო აგრესიულად მოქმედებდა და უფრო სწრაფადაც უტევდნენ.
– ამბობს 76 წლის სპეციალისტი.
კიევში მოპოვებული გამარჯვებით, “ბარსელონას” 1/8-ფინალში გასასვლელად მხოლოდ “ბენფიკას” დამარცხება სჭირდება. ჟორჟე ჟეზუსის გუნდთან დაპირისპირება 23 ნოემბერს შედგება. სავარაუდოდ, ეს იქნება მეორე მატჩი, რომელსაც “ბარსელონა” ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით გამართავს.
ეს ვერ არის, ძლივს კუმანის მწვრთნელობის შემდეგ მოვესწარი, როცა ბარსა 90 წუთი თამაშობდა. იმენნა თამაშობდა ანუ დარბოდა. და ეხლა ეს ჩვენთვის დამსახურებული მოგება მაგას არ მოწონს იმიტომ რო კარგად იდგა დაცვაში? წავიდა კაჩენატოს და მოურინიოს ავტობუსა ფეხბურთის ეპოქა. ვინც არ უტევს და არ დარბის იმას მოგება არ ეკუთვნის. იმარჯვებს გუნდი რომელიც ორი ტაიმი მოძრაობს და შეტევაშია.
ასე თქვა: "კამპ ნოუზე" ჩატარებულ მატჩთან შედარებით, "ბარსელონა" ბურთს უკეთ აკონტროლებდა, უფრო აგრესიულად მოქმედებდა და უფრო სწრაფადაც უტევდნენო.
გეთანხმები, ისევ კუმანი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით შეიძლება ბარსა დამარცხებულიყო
შენ გირჩევნია ბენფიკას გაუგორო ფრე
ჩემი ნება რომ იყოს უეფაში და ზოგადად ფეხბურთში დავაწესებდი რომ გახსნილი ფეხბურთი უნდა ითამაშოს კლუბებმა და არა აბტობუსა და მეორე რომ აჯდია თავზე უმეტესად
100% არანაირად არაა სამართლიანი როცა ერთი გუნდი უტევს , სულ მომენტებს ქმინს ხოდა მეორე კიდე ავტობუსით არიან დაცვაში 11 კაცით , სადღაც გაუვარდებათ კონტრ შეტევა და იგებენ თამაშს, ცუდია რომ ეგეთი გუნდები არსებობენ, უბრალოდ ფეხბურთს კლავენ🤮