workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირჩა ლუჩესკუ: ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუჭირდება

მირჩა ლუჩესკუ: ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუჭირდება

კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონამ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა გამოცდილებისა და აგრესიული პრესინგის წყალობით დაგვამარცხეს.

“ბენფიკა” ძალიან კარგად თამაშობს. სამივე გუნდთან დაპირისპირების შემდეგ, ვფიქრობ, რომ “ბარსას” მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

მართალია, “ბარსელონას” კვლავ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ, როდესაც მათ მოედანზე თვალს ადევნებ, მაშინვე აცნობიერებ, რომ რაღაც აკლიათ.

– ციტირებს ლუჩესკუს სიტყვებს AS.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Fc Barca Batumi
    schedule 21 ოქტ 2021, 22:27
    #5

    დინამო კიევის ტრენერი: -"ბარსელონას" კვლავ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ, როდესაც მათ მოედანზე თვალს ადევნებ, მაშინვე აცნობიერებ, რომ რაღაც აკლიათო.
    100% მართალი ხარ ლუჩესკუ!
    გეთანხმებით, ბარსას ფეხბურთელები ჰყავს, მარა ტრენერის გარეშეა!!!

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2021, 17:09
    #4

    ციტატა: VanillaDream
    მწვრთვნელი აკლიათ პირველ რიგში.


    და მესი მეორე რიგში ან პირიქით.

    ციტატა: CHEPE
    მიდი რაა ბენფიკას ააახიე ქულები ბოლო ტურში


    მაგათ სახლში ვერ აახიეს და სტუმრად მოუგებენ ბენფიკას.

  • El pistolero 9
    schedule 21 ოქტ 2021, 15:27
    #3

    აუუ ნეტა ტენ ჰაგთან მართლაა შეთანხმებული ლაპორტა?? ერთმა გამოცემამ დაწერა და მერე არ გამიგია ვინმეს საპირისპირო ეთქვა. და აი ძაან მაგარი იქნება. ტიპმა დაღეჭა დორტმუნდი თავის ჰალანდიან ბელინგემიანად

  • Iniesta_8
    schedule 21 ოქტ 2021, 15:10
    #2

    ციტატა: CHEPE
    მიდი რაა ბენფიკას ააახიე ქულები ბოლო ტურში


    არაა საჭირო, ჩვენებმა უნდა მოუგონ კამპ ნოუზე და გასულები ვართ. ბენფიკასაც თუ ვერ მოუგეს ვერც ერთი თამაში რა უნდათ ვაბშე ლიგაზე.

  • xavi73
    schedule 21 ოქტ 2021, 13:22
    #1

    ვიცით ,წესრიგი აკლია გუნდს ,კარგი ხელმძღვანელი და კარგი მწვრთნელი აკლია გუნდს ახალი სისხლია საჭირო ის გზა რაც ბარსამ გაიარა უკვე წარსულია ..