დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, “ბარსელონა” კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება.
ამ მატჩის შედეგზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს, ვერმოგების შემთხვევაში, “ბარსელონას” 1/8-ფინალურ ეტაპზე გასვლა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ჩავთვალოთ, რომ “ბაიერნი” “ბენფიკას” დაამარცხებს, ჩვენ კი – “დინამოს”. მე-5 ტურში “ბენფიკასთან” “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩს პორტუგალიელებთან 2-ქულიანი უპირატესობით შევხვდებით და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.
იმ შემთხვევაში, თუ “დინამოსთან” მხოლოდ ქულას ავიღებთ, “ბენფიკასთან” სამბურთიანი სხვაობით მოგება დაგვჭირდება (გარდა 3-0-ისა). იმ შემთხვევაში, თუ “დინამოსთან” დავმარცხდებით, და “ბენფიკას” სამბურთიანი სხვაობით ვერ მოვუგებთ, ბოლო ტურში, “ალიანც არენაზე” მოგება დაგვჭირდება.
იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინიდან სამ ქულას წამოვიღებთ და “ბენფიკა” “ბაიერნს” ვერ მოუგებს, მე-5 ტურში კი მინი ფინალი გვექნება. რას ვიზამთ, ახლა, რეალობა ასეთია.
სათამაშო ფორმა
ლაპორტამ განაცხადა, რომ “და ლუჟზე” წაგებული თამაშის შემდეგ კუმანის არგაშვება შეცდომა იყო. ახლა, “ბარსასთვის” უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს, არადა, სასწორზე კლუბის პრესტიჟი და სერიოზული ფინანსური რესურსი დევს. როგორც ესპანური გამოცემები ამბობენ, მაშინ, კუმანისთვის დროის მიცემაში მნიშვნელოვანი როლი ნიდერლანდელის ახლო მეგობარმა, ჟორდი კრუიფმა, შეასრულა, რომელიც მის დარჩენას “რაიოსთან” წაგების შემდეგაც ემხრობოდა.
უმჯობესი იქნება, თუ მომავალში ლაპორტა კრუიფის რჩევებს აღარ გაითვალისწინებს, რადგან, როგორც ჩანს, იგი სიტუაციის შეფასებისას, მხოლოდ პირადი ურთიერთობებით ხელმძღვანელობს და ანალიზის უნართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს.
ახლა, “ბარსას” დროებითი მწვრთნელი ხელმძღვანელობს და ფაქტია, რომ გუნდში გაურკვევლობაა. ასეთ სიტუაციაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ვიხილოთ. უფრო მეტად, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის იმედი უნდა გვქონდეს.
მეტოქე
“დინამოელები” უკრაინის პრემიერ ლიგას წაუგებლად ლიდერობენ – 13 მატჩიდან 11 მოგება. თუმცა “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში “დინამომ” ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. “დინამომ” ძალიან სუსტი “ბარსას” წინააღმდეგ სახიფათო შეტევის ორგანიზება ვერ შეძლო.
მიმდინარე სეზონში, მირჩა ლუჩესკუს გუნდი არის ერთადერთი, რომელმაც “ბარსელონას” კარში არაზუსტი დარტყმაც კი ვერ განახორციელა. ჯერჯერობით, მათ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანიათ – ბურთების შეფარდება 0-6.
არასტაბილური ვითარების მიუხედავად, წესით, “ბარსამ” ასეთი მეტოქის დამარცხება უნდა შეძლოს, თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია.
მწვრთნელები მატჩის წინ
მირჩა ლუჩესკუ:
გუნდში რამის შესაცვლელად სამი დღე საკმარისი არ არის. ისინი ისევ ისე თამაშობენ, არაფერი შეცვლილა. “ალავესის” დამარცხება ვერ შეძლეს. სერჟის დანიშვნა ერთ საათში მოხდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ შესანიშნავი თამაში გველის. დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავიღოთ.
დანაკლისი
“ბარსა” კიევში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. ამ მატჩის წინ, გუნდს ლაზარეთიდან, ერთბაშად, ოთხი ფეხბურთელი დაუბრუნდა: ანსუ ფატი, უსმან დემბელე, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო. მათგან, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ უსმანის ყოფნაა გამორიცხული.
ტრავმირებულნი რჩებიან პედრი გონსალესი, სერჟი რობერტო და მარტინ ბრეითუეიტი. “ალავესთან” მატჩში, მათ რიგებს ჟერარ პიკე და კუნ აგუერო შეუერთდნენ. სამწუხაროდ, არგენტინელი გულზე არსებული პრობლემის დამატებითი გამოკვლევის მიზნით, მინიმუმ, 3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება “დინამოს”, პირველი თამაშის მსგავსად, სერიოზული დანაკლისია შეტევის ხაზში, სადაც უკრაინელებს ოთხი ფეხბურთელი ჰყავთ ტრავმირებული: ბასედინი, კარგბო, კულახი და სუპრიაგა. გარდა თავდამსხმელებისა, ტრავმირებულნი არიან პოპოვი (ცენტრალური მცველი) და მიკოლენკო (მარცხენა მცველი).
არბიტრი
დღევანდელ შეხვედრას 41 წლის რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი, განსჯის. 2008 წელს, იგი FIFA-ს რეფერი გახდა და კარიერის განმავლობაში 471 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
471 მატჩიდან, 4-ში “ბარსელონა” თამაშობდა. აღსანიშნვია, რომ ოთხივე მათგანში “ბარსამ” კარის მშრალად შენახვა შეძლო – “სელტიკი” 7-0, “სპორტინგი” 1-0, “ინტერი” 2-0, “დორტმუნდი” 0-0. მას კატალონიელთათვის 8 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (მეტოქისთვის – 12). ასევე, ერთხელ აქვს დანიშნული თერთმეტრიანი “ბარსას” კარის მიმართულებით, თუმცა მაშინ, მარკო როისის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ამ 4 მატჩში მას ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია.
ჰაცეგანს კიევის “დინამოს” მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში 5-ჯერ უმსაჯია (4 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპა ლიგა). მან კიეველებს ყვითელი ბარათი 9-ჯერ უჩვენა (მეტოქეს – 12-ჯერ). რუმინელს ამ 5 შეხვედრაში პენალტი არ დაუნიშნავს, ერთხელ კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.
UEFA-ს ტურნირებზე ჩატარებულ 71 შეხვედრაში ჰაცეგანი, საშუალოდ, 28 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს ყვითელი ბარათით 4-ჯერ აფრთხილებს.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის ჩატარებული 13 თამაშიდან “ბარსამ” 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, გაიტანა 25 და გაუშვა 16 გოლი.
2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ეს გუნდები ერთმანეთს მესამე და მეოთხე ტურებში შეხვდნენ და ორივე “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა. მაშინ, კიევური გუნდის დიდი ნაწილი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, რის გამოც ლუჩესკუს თამაში უჩვეულო შემადგენლობით უწევდა.
“ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” შესახებ საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1997/98 წლების სეზონი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინელებმა შინ 3-0 იმარჯვეს, მორიგი ისტორიული გამარჯვება კი უკვე “კამპ ნოუზე” მოიპოვეს, როდესაც რევანშისტულად განწყობილი “ბარსელონა” 4-0 დაამარცხეს
“ბარსელონას” უკრაინულ გუნდებთან სულ 22 თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 15 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს, გაიტანეს 43 და გაუშვეს 24 გოლი.
“დინამოს” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 30 თამაშში 5 მოგება, 10 ფრე, 15 წაგება, 33 გატანილი და 49 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
საინტერესო ფაქტები
- ბოლო 13 საშინაო მატჩში “დინამოს” გოლი გაშვებული არ აქვს.
- “დინამოსთან” მოგების შემდეგ, “ბარსელონამ” ორჯერ წააგო, ერთხელ კი ფრე ითამაშა.
- 5 გოლით, მემფის დეპაი “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირია.
- ამ სეზონში, “ბარსელონა” საგარეო მატჩი ჯერ არ მოუგია, გოლის გატანა კი მხოლოდ ერთხელ შეძლო.
- “ბარსელონას” “დინამო” ზედიზედ 5-ჯერ ჰყავს დამარცხებული.
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, გარსია, ლანგლე, ალბა – გავი, ბუსკეტსი, ნიკო – დესტი, მემფისი, კოუტინიო
“დინამო” | 4-2-3-1
ბოიკო – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, კარავაევი – შაპარენკო, სიდორჩუკი – ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა – შკურინი
WhoScored:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, არაუხო, გარსია, ალბა – გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – დესტი, მემფისი, ფატი
“დინამო” | 4-2-3-1
ბოიკო – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, კარავაევი – შაპარენკო, სიდორჩუკი – ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა – შკურინი
Sportskeeda:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, გარსია, ლანგლე, ალბა – გავი, ბუსკეტსი, ნიკო – დესტი, მემფისი, კოუტინიო
“დინამო” | 4-2-3-1
ბოიკო – კეძიორა, ზაბარნი, შაბანოვი, კარავაევი – შაპარენკო, სიდორჩუკი – ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა – შკურინი
SportsMole:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, გარსია, ლანგლე, ალბა – გავი, ბუსკეტსი, ნიკო – დესტი, მემფისი, კოუტინიო
“დინამო” | 4-2-3-1
ბუშანი – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, კარავაევი – შაპარენკო, სიდორჩუკი – ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა – შკურინი
პროგნოზი
SportsMole: დინამო 0-1 ბარსელონა
Sportskeeda: დინამო 0-2 ბარსელონა
WhoScored: დინამო 0-1 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 2 შემოგთავაზებთ.
ჩავთვალოთ, რომ "ბაიერნი" "ბენფიკას" დაამარცხებს, ჩვენ კი – "დინამოს". მე-5 ტურში "ბენფიკასთან" "კამპ ნოუზე" გასამართ მატჩს პორტუგალიელებთან 2-ქულიანი უპირატესობით შევხვდებით და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.
მე მეეჭვება, რო კიევი დავამარცხოთ(კიევში). ასევე საეჭვოა ბენფიკასთან მოგება, თუნდაც სახლში. ჯობია კიევში როგორმე ფრე გავაგოროთ და უეფა გავინაღდოთ. შარშანდელი მე-2 ადგილიდან გასვლა გახსოვთ?
თუ ამ კაცს ტვინი აქვს,არაუხო თუ მზადაა ძირითადში უნდა იყოს,გარსიამ ბევრჯერ დაამტკიცა რომ დაცვაში თამაში არ იცის და ბარსაში მოყვანის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ პასის კულტურა და ტექნიკა აქვს,რაზეც ბარსაში გართულება აქვთ.მაგიტომ გაუშვეს მინა და ტოდიბო.ნახევარ დაცვაში ორ ცინგლიან 18წლის ბიჭს ცენტი არ უნდა ანდოს,სულელი არაა ლუჩესკო,იცის როგორ გამოიყენოს სისუსტე,შეიძლება სუსტი გუნდია დინამოც მაგრამ არა ისეთი როგორც პირველ თამაშში იყო,თან საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ,მოკლედ,იმის ძალა აქვთ რომ ერთი გოლი ამ ბარსელონას გაუტანონ და პირიქით,ჩვენ გოლის გატანის ძალა დიდი ხანია აღარ გვაქვს.შეტევაში ფატი უნდა დადგეს თავიდანვე აუცილებლად,ახლა უნდა დაამტკიცოს და მეათასედით მაინც გაამართლოს თავის არჩეული 10 ნომერი.მემფისის და ფატის შორიდან გასროლის და კოუტინიოს ათამაშების იმედად ვართ…ამ კოუტინიო არაფეხბურთელმა თუ ისევ ისე ითამაშა როგორც რაიოსთან,საერთოდ დაასრულოს კარიერა ან ნიუკასლში წავიდეს,იქაც ზამენაზე იქნება მაინც.ხვალ 10იანზე უნდა მოსინჯოს იქნებ რამე გამოუვიდეს და მეორე ტაიმში დემბელე ეგრევე მარჯვნიდან,ან თუ დემბელე მზად არაა პუჩი ან ნიკო კოუს ნაცვლად და შემტევ ნახ,მცველებად დადგებიან,პუჩსაც შეუძლია იგივე და გავისაც,დაჯე ნიკოც ძაან კარგია შეტევაში…
ისევ მინგესებით;გავი ნიკოებით და დესტი კოუტინიოების იმედად თუ გავიდა,დაემშვიდობოს სტატუსის ამაღლებას და თუ ნამდვილი კულეა,თავისი გუნდის ყურება მოუწევს ევროპა ლიგაზე და უკვე ჩავი მეცოდება…
თუ გავა უეფაზე მოიგოს უეფა არც ეგ იქნება ცუდი .. რივალდოს წასვლის მერე ამაზე უარეს მდგომარეობაში იყო ბარსელონა .. ერთი ორიჯერ უეფაზეც იყო.. რომელიღაც ეტაპზე მაშინ ბოლნისის სიონი ასპარეზობდა და შეხვდა ვიღაც ჭე კლასის ალბანუდ გუნდს. იმ ალბანელებისთვის რომ მოეგოთ ბოლნისელებს შემდეგ ეტაპზე უეფაზე ხვდებოდა ბარსელონას.. აი ასეთი დროს კი იყო .. :)))
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-გარსია-ალბა
რობერტო-ბუსკეტსი-გავი
დემირი-დეპაი-კოუტინიო
მინგესა-არაუხო
კოუტინიო-ანსუ ფატი
ბუსკეტსი-ნიკო
გავი-დე იონგი
დემირი-ლ.დე იონგი
ტერშტეგენი დესტი;არაუხო;ლენგლე;ალბა;ბუსი(ნიკო)დეიონგი;გავი(პუჩი);კოუტინიო;მემფისი;ფატი.
თუ ამ კაცს ტვინი აქვს,არაუხო თუ მზადაა ძირითადში უნდა იყოს,გარსიამ ბევრჯერ დაამტკიცა რომ დაცვაში თამაში არ იცის და ბარსაში მოყვანის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ პასის კულტურა და ტექნიკა აქვს,რაზეც ბარსაში გართულება აქვთ.მაგიტომ გაუშვეს მინა და ტოდიბო.ნახევარ დაცვაში ორ ცინგლიან 18წლის ბიჭს ცენტი არ უნდა ანდოს,სულელი არაა ლუჩესკო,იცის როგორ გამოიყენოს სისუსტე,შეიძლება სუსტი გუნდია დინამოც მაგრამ არა ისეთი როგორც პირველ თამაშში იყო,თან საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ,მოკლედ,იმის ძალა აქვთ რომ ერთი გოლი ამ ბარსელონას გაუტანონ და პირიქით,ჩვენ გოლის გატანის ძალა დიდი ხანია აღარ გვაქვს.შეტევაში ფატი უნდა დადგეს თავიდანვე აუცილებლად,ახლა უნდა დაამტკიცოს და მეათასედით მაინც გაამართლოს თავის არჩეული 10 ნომერი.მემფისის და ფატის შორიდან გასროლის და კოუტინიოს ათამაშების იმედად ვართ…ამ კოუტინიო არაფეხბურთელმა თუ ისევ ისე ითამაშა როგორც რაიოსთან,საერთოდ დაასრულოს კარიერა ან ნიუკასლში წავიდეს,იქაც ზამენაზე იქნება მაინც.ხვალ 10იანზე უნდა მოსინჯოს იქნებ რამე გამოუვიდეს და მეორე ტაიმში დემბელე ეგრევე მარჯვნიდან,ან თუ დემბელე მზად არაა პუჩი ან ნიკო კოუს ნაცვლად და შემტევ ნახ,მცველებად დადგებიან,პუჩსაც შეუძლია იგივე და გავისაც,დაჯე ნიკოც ძაან კარგია შეტევაში…
ისევ მინგესებით;გავი ნიკოებით და დესტი კოუტინიოების იმედად თუ გავიდა,დაემშვიდობოს სტატუსის ამაღლებას და თუ ნამდვილი კულეა,თავისი გუნდის ყურება მოუწევს ევროპა ლიგაზე და უკვე ჩავი მეცოდება…
გამარჯობათ. თქვენ გამაგიჟებთ. გადმოწერეთ სეტანტას აპლიკაცია გაიარეთ რეგისტრაცია. და ნუთუ თვეში 13 ლარი ასე ბევრია რო ჩარიცხოთ და რასაც გინდათ უყუროთ? მერე ქომაგობაზე თავს დებთ. პლიუს რეგისტრაციას რო გაივლი პირველი ორი კვირა საცდელი ვერსია გაქვს ანუ უფასოდ. პრემიერ ლიგა. ჩემპიონთა ლიგა. ლიგა 1. ბუნდესლიგა. რავი რა ჩემპიონატი არ გადის. ლა ლიგის გარდა. ლა ლიგა კიდე სილ გოუს აპლიკაცია გადმოწერეთ და იქ გადის. 3 ლარი ღირს თქვე სილქ გოუ. მგონი 16 ლარი თვეში არავის დაგაქცევთ. თუ მართლა ფეხბურთის ქომაგი ხართ. პლიუს. ანდროიდ ტვ ბოქსები ვისაც გაქვთ. დაუშვეს სეტანტას აპიც და სილქ გოუსც ტივი ბოქსებზე. გადმოწერეთ და ისიამოვნეთ ფეხბურთით… ყოველ თამაშზე თქვენ როგორ ხართ. რა სეტანტა რა აჭარა. სად ვუყურო დამილინკეთ. არ დაიღალეთ?
რა აჭარა ძმა