ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჭირდა “კამპ ნოუზე” ადაპტაცია, თუმცა მას ერთგვარი გამოცდილება ჰქონდა “ლურჯ–ბროწეულისფერებთან” ერთად თამაშისა, რადგანაც მათთან ერთად ეროვნულ გუნდში ასპარეზობდა.დავიდ ვილიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა “El Pais”–ს და ისაუბრა თავის მომავალზე, რომელიც შესაძლოა ტიტულებით დახუნძლული აღმოჩნდეს.
– დადებითად აისახა “ბარსაში” თამაში თქვენზე?
– ნუთუ ამას მართლა მეკითხებით?
– აბსოლუტურად. იყო ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ?
– ეს იყო ძალიან კარგი სეზონი. ჩვენ კოლექტიურად ვიბრძოდით ბოლო დღემდე, მანამ სანამ არ მოვიგეთ ტიტულები. ჩვენ შევძელით ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. სამწუხაროა, რომ სამეფო თასი დავთმეთ, მაგრამ სეზონმა მაინც კარგად ჩაიარა.
– თასის ფინალი, რომელიც გაიმართა ვალენსიაში, იყო თუ არა სეზონი ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი მატჩი?
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვსურდა ყველა შესაძლო ტიტული მოგვეგო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ყველაფერი დამატებითი დროის მცირე მონაკვეთში გადაწყდა და გამოსასწორებლად დროც აღარ გვქონდა.
– იმ დღეს მცირე კონფლიქტი მოგივიდათ თქვენს თანაგუნდელებთან (რამოსი და არბელოა), იყო თუ არა თქვენთვის ეს მძიმედ გადასატანი?
– მე ყველაფერი მოედანზევე დავივიწყე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მოედანზე რეფერი სიტუაციის დასაწყნარებლად და სწორად შესაფასებლად არის. არსებობს ბარიერები, რომლებსაც არ უნდა გადააბჯო. იმ დღეს “რეალის” ფეხბურთელებს ყველაფრის გაკეთების უფლება მიეცათ… ყველაფრის… მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
– თქვენ ჩემპიონთა ლიგა არასდროს გქონდათ მოგებული. არის თუ არა ეს თქვენთვის განსაკუთრებული ტიტული?
– დიახ, ნამდვილად. მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ არ მქონდა ეს არაჩვეულებრივი პრიზი. ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ გრძელვადიანი ტურნირია, სავსე უამრავი ინციდენტითა და საინტერესო ფაქტებით. ის, ვინც ჩემპიონთა ლიგას იგებს – საუკეთესოა, ამიტომაც ძალიან მნიშნველობანია ჩემპიონთა თასი. ჩვენ ორი უდიდესი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთის წყალობით მოვახერხეთ.
– როგორ შეაფასებდით ამ სეზონს ინდივიდუალური თვალსაზრისით?
– ეს იყო გამოწვევა ჩემთვის, მეთამაშა “ბარსელონაში”. აქ სრულიად სხვა საფეხბურთო სისტემას მოვერგე და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ძალიან სასიამოვნო იყო ახალ სისტემასთან ადაპტაცია. არ არის ადვილი ასეთ გუნდში თავის დამკვიდრება.
– გაკვირვებთ თუ არა საკუთარი გოლების სიმრავლე?
– მე ვთქვი, რომ აქ გუნდის დასახმარებლად მოვედი და გოლების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, არამედ იმას აქვს მნიშვნელობა თუ რა ფასი ადევს ამ გოლს. მე მოვახერხე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გატანა, ასე რომ, ბედნიერი ვარ.
– გვარდიოლა ამბობს, რომ თავდამსხმელი, რომელიც უტევს ფლანგიდან, მუშაობს ყველაზე მეტს, ვიდრე სხვა დანარჩენი…
– მე ყოველთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ. მართალია, იმ პოზიციაზე, სადაც ვთამაშობდი “სარაგოსასა” და “ვალენსიაში” მქოდნა მეტი თავისუფალი დრო. “ბარსაში” კი გაჩერების უფლება არ მაქვს. მეამაყება, რომ ასეთ წარმატებებს მივაღწიეთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვისწავლე დაცვაში თამაში, თავდამსხმელი მხოლოდ წინ არ უნდა იდგეს. ძალიან მეხმარება სამწვრთნელო შტაბი. ბევრი რამ ვისწავლე პედროსგან, რომელიც ფლანგიდან შესანიშნავია.
– კარგი დრო გაატარეთ?
– დიახ. ძალიან ბევრი კარგი პერიოდი გვქონდა ნამდვილად. რამდენიმე მატჩი შესანიშნავად ჩავატარე და ძალიან მეამაყაება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგში გოლი არ გამიტანია. ის, რომ მწვრთნელმა მე აღმომაჩინა, დიდი პატივია.
– იყო თუ არა გვარდიოლა მკაცრი თქვენდამი?
– დიახ, ძალიან. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კარგად შევეწყვე “ბარსას”. პეპის ყოველი სიტყვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის შენ ნდობას გიცხადებს. ერთხელ ალვეშის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობს, თუ მწვრთნელი გთხოვს ფანჯრიდან გადახტომას უნდა გადახდე, რადგანაც მწვრთნელმა იცის, რომ ქვევით უკეთესი რამ გელოდება. პეპი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ზუსტად იცის რა გვჭირდება. სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მე უამრავი მწვრთნელი მყავდა, თუმცა გვარდიოლა ყველასგან გამორჩეულია. ის უამრავ ინფორმაციას გაწვდის.
– ადამიანები თვლიან, რომ ადვილია “ბარსელონაში” თამაში. ასეა?
– არა, არ არის მარტივი. უნდა იყო მაღალი დონის, რადგანაც აქ ყველა უზარმაზარი გამოცდილების მქონეა, რაც ფეხბურთის თამაშზეც ისახება.
– როგორია ლეო მესისთან ერთად თამაში?
– ის საოცრებაა, ოცნება. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მისი კომპანიონი ვიყავი. ჩვენ კარგი დინამიკა გვაქვს. ძალიან მარტივია მასთან ერთად ასპარეზობა, მას მოედნის ნებისმიერ წერტილში იპოვი. საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, მეეჭვება მასზე უკეთესი ვინმე მენახოს. დიდი ფუფუნებაა მის გვერდით თამაში.
– მაგრამ ლეო გუნდის წამყვანი ძალაა. თქვენ ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერები ხართ, როცა ლეო მოედანზეა?
– როგორც წესი, “ბარსაში” გუნდურობას უფრო დიდი ყურადღება ექცევა. ყოველი ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, როდესაც ლეო მოედანზეა თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მესის დიდი სივრცე მივრჩეთ, რომელსაც არგენტინელი შესანიშნავად იყენებს. ყველამ იცის რაც ხდება ასეთ შემთხვევაში.
– ძალიან რთული წელი იყო, დაიღალეთ?
– ცოტათი. შემართება მაინც ძალიან დიდი მაქვს. ჩვენ უამრავი მატჩი ჩავატარეთ. უზარმაზარი შრომაა საჭირო ასეთი გრძელი სეზონის წარმატებით დასრულებისთვის. მოურინიომ უდიდესი მოტივაცია შეგვმატა.
– შეგაწუახათ რომელიმე კომენტარმა, რომელიც გაკეთდა ჟოზე მოურინიოს მიერ?
– არა, მე ასეთ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ. ზოგიერთისთვის ეს კომენატარები მოტივაციაც კი იყო. ერთადერთი, რამაც გუნდზე იმოქმედა იყო აბიდალის ტრავმა.
– აბიდალი…
– მადლობა აბის, რადგანაც იგი მუდამ გვამხნევებდა ჩვენ. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ის ჩვენ დაგვტოვებდა. ერთხელაც მომივიდა მესიჯი ერიკზე, ვიცოდი თუ არა რაც მოუვიდა მას. იმ წამსვე დავურეკე მანელ ესტიარტეს (ს.კ.ბ.–ს ურთიერთობების მენეჯერი). ის ძალიან სერიოზული პიროვნებაა და ვიცოდი არ მომატყუებდა, როდესაც მისგან მოვისმინე ს ამბავი, გავოგნდი. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. დიდი მადლობა აბის, რომ ის დაბრუნდა და დაგვეხმარა ტიტულის მოგებაში.
– გაუმჯობესდება გუნდი?
– დიახ, თუ ჩვენ ამ დონეს შევინარჩუნებთ, მაგრამ ვიფიქრებთ გუნდის გაძლიერებაზე. მე მხოლდო 1 წელია რაც აქ ვარ, მაგრამ მინდა ამ დიდ საქმეში მივიღო მონაწილეობა. არცერთი ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
– დაგიფასდათ შრომა?
– გაოგნებული ვარ იმით, რაც ცხოვრებამ მომცა. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ უნდა მემუშავა დავდაუზოგავად წარმატების მისაღწევად. მე ბავშვობიდან ასე ვიზრდები.
– თქვენ ბაბუას ეძახდნენ ტროტსკის. რატომ?
– არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჩქეფს. მეუბნებიან, რომ მამაჩემი ძალიან გავს მას. როგორც ჩანს, ბაბუაჩემი ძალიან ჰგავდა ტორტსკის.
– ბაბუათქვენი მეშახტე იყო. რა განსხვავებაა თქვენსა და მის ცხოვრებას შორის?
– არაფერი. ფეხბურთში შენ 90%–ით ერთობი და დასვენება შეიძლება ცუდად აისახოს შენზე(დაკარგო ფორმა). მეშახტის ცხოვრებაც ასეთია, ისინი ძალიან ცოტას ისვენებენ.