ყატარული “ალ სადის” ესპანელი ვარსკვლავი სანტი კასორლა მისი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჩავი ერნანდესზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მეთოდები პეპ გვარდიოლასგან განსხვავდება.
ეჭვგარეშეა, რომ ჩავი დიდებული მწვრთნელია. მე მასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს. ის თვისებები, რომლებიც მას ფეხბურთელობის დროს ჰქონდა, ახლა მწვრთნელს აქვს. ის წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც თავისი ფილოსოფია აქვს.
ვფიქრობ, ჩავი ერთ დღესაც “ბარსელონას” მწვრთნელი იქნება. ეს მისი გადასაწყვეტია და მან თავად უკეთ იცის, როდის უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.
იმის მიუხედავად, რომ ისიც, გვარდიოლას მსგავსად, “ლა მასიას” პროდუქტია, ჩავი პეპის ასლი არაა. მას მწვრთნელობის განსხვავებული სტილი და უამრავი ტაქტიკური იდეა აქვს. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება. უბრალოდ უნდა მოვიცადოთ და თავად ვნახავთ.
ჩავი დიდებული ფეხბურთელი იყო. მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რას მიაღწია მან “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რაც მან შესანიშნავი თამაშითა და მოგებული ტიტულებით დაამტკიცა.
“ალ სადში” ჩავის ხელმძღვანელობით თამაში შესანიშნავია. მან დიდი სამუშაო გასწია, კლუბს კი დიდი ამბიციები აქვს. ყველა ხედავს, თუ რას აკეთებს ჩავი.
– აცხადებს სანტი კასორლა FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
ასლი და ტყუპისცალი არაა, მაგრამ ერთმანეთს, რომ შეადარო გვარდიოლა და ჩავი ორივესთან უნდა გქონდეს ნამუშევარი.
ბარსასთვის ძალიან იმედის მომცემი ინტრვიუ იყო სხვათაშორის:)
ჩავი თუ გამოდგა ნაზავი პეპის,ენრიკესა და ვალვერდესი იქნება ის რაც ბარსას ამდენი წელია ჭირდება.ძალიან მაგარ შედეგებს დადებს!
ჯერ პროსტა კუმანს ვაცადოთ კიდე 1წელ,ეკუთვნის მაგ კაცს პატივსიცემა და დრო