workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამბავი იმისა, თუ როგორ იქცა ხავიერ მასკერანო მცველად

ამბავი იმისა, თუ როგორ იქცა ხავიერ მასკერანო მცველად

ხავიერ მასკერანო, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერა დაასრულა, იხსენებს, როგორ იქცა თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ცენტრალურ მცველად.

2010 წელს მასკერანო “ლივერპულიდან” გადმოვიდა “ბარსელონაში”, სადაც მის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი დახვდა. საბოლოოდ, არგენტინელს პოზიციის დათმობა და დაცვის ცენტრში თამაში მოუხდა.

როდესაც “ბარსელონაში” გადავედი, კარგი საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ამ დონეს “ბარსელონასგან” რადიკალურად განსხვავებული სტილით მივაღწიე. სათამაშო სტილის შეცვლა კი მარტივი არაა. ფეხბურთელს ვერ მოთხოვ იმას, რაც მას არ შეუძლია.

პირველი თვეები რთული იყო. გამიჭირდა ჩავრთულიყავი ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ თამაშზე და მონაწილეობა შეტევების შექმნაში მიმეღო. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში სხვა რამეს ვაკეთებდი. მე საქმეში მაშინ ჩართვას ვიყავი ჩვეული, როდესაც ბურთი მეტოქეს ჰქონდა და არა ჩემ გუნდს.

პეპი ყოველ ვარჯიშზე მეუბნებოდა: “აქ შეტევის შექმნაში ყველა მონაწილეობს. მეკარესა და ცენტრალურ მცველებსაც კი ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.”

“ბარსელონაში” ჩემი პირველი თამაშები წარუმატებელი გამოდგა. სადებიუტო მატჩი, “ერკულესთან”, წავაგეთ. მოედანზე გასვლა პერიოდულად მიწევდა ხოლმე, მაგრამ ცუდად ვთამაშობდი.

წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მაშინ ჩემ თავში: მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოვედი და წაგებებით დავიწყე. თუმცა, როდესაც თამაში დაცვის ცენტრში დავიწყე, ჩემზე დაკისრებული მოვალეობები მეტნაკლებად ბუნებრივი გახდა.

იმ სეზონში დაცვის ცენტრში პრობლემები გვქონდა. პუიოლს ტრავმა ჰქონდა, აბიდალი ავად იყო… ტრავმები მიიღეს ჟერარ პიკემ და გაბი მილიტომაც. ასე რომ, პეპს დიდი არჩევანი აღარ ჰქონდა. “არსენალთან” განმეორებით მატჩში დაცვის ცენტრში ბუსკეტსმა ითამაშა, მე კი საყრდენად.

“არსენალთან” თამაშის შემდეგ აბიდალის სერიოზული დაავადების შესახებ გავიგეთ. იგივენაირად ვითამაშეთ “შახტართან” “კამპ ნოუზე” და 5-1 მოვიგეთ.

პეპთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, მისი იდეა იყო, მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი დაცვის ცენტრში არ ეთამაშებინა და თამაშში 2 ცვლილება არ გაეკეთებინა. ერთი ცვლილებაც საკმარისი იყო – დაცვის ცენტრში მე ვეთამაშებინე, ბუსკეტსი კი ნახევარდაცვაში დარჩენილიყო. ცენტრალურ მცველად პირველი წუთები “ალმერიასთან” “კამპ ნოუზე” გამართული მატჩის ბოლო წუთებში ვითამაშე.

ვფიქრობ, პეპმა ეს იმის გამო გააკეთა, რომ მას ჩემი დაცვაში დაყენება უკვე განზრახული ჰქონდა. ამაზე მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი რა მისი მუშაობის მეთოდები, როგორ უყვარს ყველაფრის დაგეგმა, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის ტესტი იყო.

შემდეგ იყო “შახტართან” განმეორებითი თამაში. შეხვედრის წინ გასახდელში გავიგე, რომ დაცვის ცენტრში მიწევდა თამაში. მანამდე ამ პოზიციის შესაფერისი ვარჯიშებიც კი არ მქონდა ჩატარებული. ამ თამაშის შემდეგ ცენტრალურ მცველად ვარჯში დავიწყე. ვცდილობდი დამევიწყებინა ის თვისებები, რომლებიც ნახევარდაცვაშია საჭირო, ხოლო დაცვაში – არა.

ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” 2018 წლის იანვრამდე თამაშობდა. მის ანგარიშზე 334 თამაში, 1 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 19 ტიტულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • levanoza
    schedule 18 ნოე 2020, 18:39
    #3

    საკუთარშიც ბლომადა აქვს შეყრილი. მაგარი ტიპი იყო!

  • El pistolero 9
    schedule 18 ნოე 2020, 11:57
    #2

    ისე მასკეც ლეგენდაა ასე რომ ვთქვათ,მაგრამ ჩამონათვალში.ხავი ალვესი ინიესტას შემდეგ მასკერანო ცოტა ცუდად ჟღერს.ეპოქალური მოთამაშე არ ყოფილა მაგრამ კულეებს გვახსოვს რაც იყო.გთავაზობთ შევქმნათ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი რომლებმაც ბარსაში კვალი დატოვეს.იქ იქნებიან ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ რაკიტიჩი,რობერტო და ა.შ

  • დიანა დანელია
    schedule 18 ნოე 2020, 09:54
    #1

    მასკე 🙏💜