ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა

ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა

"ბარსელონას" არგენტინელმა ლეგენდამ, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მასკერანო "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის "ბლაუგრანაში" 2010 წელს, "ლივერპულიდან" გადმოვიდა და თავიდან გუნდში მნიშვნელოვანი როლი ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ არგენტინენელს ადგილი დაცვის ცენტრში მიუჩინა, ის "ბარსელონას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახდა. მასკერანოს არასდროს აკლდა ის, რაც ბოლოდროინდელ "ბარსელონაში" დიდი პრობლემაა - მოტივაცია, თავდადება, კონცენტრირება.

ხავიერ მასკერანომ კატალონიაში 2018 წლის იანვრამდე თამაშობდა, რის შემდეგაც ჩინურ "ჰებე ჩაინა ფორჩუნს", 2019 წელს კი "ესტუდიანტესს" მიაშურა. სწორედ არგენტინულ გუნდში დაასრულა ლეგენდამ კარიერა.

მასკეს "ბარსელონაში" 334 თამაში და 1 გოლი, ხოლო არგენტინის ნაკრებში 147 თამაში და 3 გოლი დაუგროვდა.

კარიერაში მოგებული 23 ტიტულიდან 19 "ბარსელონაზე" მოდის. ხავიერს 2-ჯერ აქვს მოგებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ის ამ შედეგის მქონე ერთადერთი ცოცხალი ფეხბურთელი და ისტორიაში მე-2 არგენტინელი სპორტსმენია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 ნოემბერი 2020 12:50
    0
    ხავიზეზე მეტად მასკე დაალაგებს ბარსას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ნოემბერი 2020 11:06
    2
    ბებერი ლომი ნეტა ეხლა გვყავდეს დაცვაში ლენგლეს არ ააყენებდა სკამიდან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 ნოემბერი 2020 11:01
    5
    განახლებულ ბარსმანიაში მასკე რომ არ არის ლეგენდების სიაში ცოტა არ იყოს ტეხავს ამიტომაც საიტის უფროსობას მოუწოდებ ამ საქმის აღსრულებას. კიდევ ვიმეორებ ლეგენდას კი ვეძახით მაგრამ არის მასკე ბარსმანიის საიტის ლეგენდების სიაში? პასუხი სამწუხაროდ არა არადა ის ლეგენდაა.
    Culé [?]
    #2 16 ნოემბერი 2020 10:09
    5
    ბარსას ლეგენდა ხარ მასკე, წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე. barca-1 <3
    --------------------
    NJR ❤
    Culé [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 10:04
    10
    მასკემ უდიდესი წვლილი შეიტანა 2015 წელს ტრებლის მოგებაში. პუიოლის წასვლის შემდეგ ეს კაცი იყო დაცვის ნამდვილი ლიდერი. ძაან ჟილკიანი და მიმწოლი კაცი იყო და ძაან დიდ ძალას მატებდა გუნდს. ნამდვილი ლეგენდაა ❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"