Whoscored-ის მონაცემებით, ფრენკი დე იონგს მიმდინარე სეზონში 31-დან 29 წარმატებული დრიბლინგის მცდელობა აქვს, რაც 93.5%-ს შეადგენს.
ამას გარდა, 15 წარმატებული დრიბლინგით ნიდერლანდელი უეფას ერთა ლიგის ეგიდით, ამ სათამაშო კომპონენტში საუკეთესოა.
ის ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ადამა ტრაორე (13), რაჰიმ სტერლინგი (12) და მემფის დეპაი (12) არიან.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 შეხვედრიდან, ფრენკი დე იონგის აქტივში 1 ასისტია. ის რონალდ კუმანის საყვარელი მოთამაშეა და მოედანზეც ყველაზე მეტი დრო მას აქვს გატარებული.