ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” არგენტინელმა ლეგენდამ, ხავიერ მასკერანომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
კატალონიური Mundo Deportivo გვთავაზობს იმ 4 მიზეზს, რომელთა გამოც მასკემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
- სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე ევროპაში და 36 წლის მასკერანო საჭირო სისწრაფეზე თამაშს ვეღარ შეძლებს;
- “ესტუდიანტესის” მთავარი მწვრთნელი გაბრიელ მილიტო იყო – მასკერანოს მეგობარი – რომელიც ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს;
- გუნდი მისმა მეგობრებმა დატოვეს – გასტონ რამირესმა კარიერა დაასრულა, მარკოს როხო კი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა;
- კორონავირუსის გამო არგენტინაში ფეხბურთი უკვე 7 თვეა გაჩერებულია. ამ დროის განმავლობაში მასკერანო მიხვდა, რომ მას ფეხბურთის თამაშის მიმართ იგივე შეგრძნებები აღარ აქვს.
და პროსტო დაბერდა და ვეღარ ქაჩავდა, არ არის საკმარისი მიზეზი?
ერთი მიზეზია: ასაკი და წერტილი.