“ბარსელონას” თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ბიძამ ემანუელ ლოპესმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემდეგ აღმოჩნდა.
29 წლის შემტევის ბიძამ “ბლაუგრანას” შიდა სამზარეულო, მათ შორის გუნდის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, გააკრიტიკა.
“დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში რაღაცები კარგად არ აეწყობოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ეს წელიწადი გასტანდა.
ასევე ვიცი, რა ხდება გუნდში მესისთან მიმართებით. ამაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ “ბარსაში” თავდაუზოგავად ნამდვილად არ შრომობენ, ვარჯიშები კი გარკვეული ადამიანების სიამოვნებისთვის ტარდება.
ანტუანმა უნდა იმუშაოს, თუმცა, ზოგიერთებს ყველაფერი აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მაქსიმალურად არ იხარჯებიან.
გრიზმანს სხვა სიტუაცია აქვს. მან, პირიქით, იმისათვის, რომ თავი კარგად წარმოაჩინოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – გრიზმანის ბიძის ამ სიტყვებს AS ციტირებს.
ცარიელ კარში რო ვერ გააქვს მაგის ბრალია ეტყობა
მესიმ ალმაცერად გახედა და დაიბნა
ფსიქოლოგიურის,
..და საკუთარ თავს დააბრალოს..
პენალი რო გამაზა ვისი ბრალია ?
ლამის ნახევარი საფრანგეთი იცავს გრიზმანს, მაგრამ მას არავინ არ აკრიტიკებს, ყველა დამნაშავეა გრიზმანის გარდა. საინტერესოა ბაბუამ და ბებიამ რა თქვეს, თუ ცოცხლები არიან .
გრიზმანი რო გამობენზემავდა რა მესის ბრალია
რა უნდათ ლეოსგან ამ გრიზმანის სანათესაოს თუ ფრანგ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს? ნაკრებშიც მესი ხო არ თარსავს, ითამაშოს ვინ უშლის. ან ბეტისთან ერთი ზუსტი დარტყმა რო ვერ გააკეთა კარში ისიც ლეოს ბრალია? თუ პენალტი რო ჩააბარა ბრავოს ეგეც. მადლობა თქვას რო ლეომ არ იღორა და არ დაარტყა ის ბურთი კარში, ეგ კი არა დაუღეჭა მეკარეც გაიტყუა და ბოლო მცველიც. იქ რო აეცილებინა მე მგონი შანსი არ იყო და კიდევ მესის აბრალებენ მაგის უვარგისობას?
რა შე*ცეს ამ მესის ტო? რა ამის ბრალია თუ გრიზმანი ორი მეტრიდან აცილებს ცარიელ კარში?ან არ იყო მესი,რომ პირველ ტაიმში რამდენი გამაზა პენალტის ჩათვლით.კაი დავუშვათ პენალტი ლატარიაა იგივე და ვერ გაიტანა მაგრამ ერთი ერთზე რომ პირველ ტაიმში სამივეჯერ ააცილებ კარებს ეს სხვას არუნდა დააბრალო და მიტუმეტეს მესის,რომელმაც მერე გაატანინა სრულიად ცარიელ კარში.