workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დუბლების სერია: იამალმა მესის მიღწევა გაიმეორა

დუბლების სერია: იამალმა მესის მიღწევა გაიმეორა

bolt მოკლედ
ლამინ იამალმა მიმდინარე სეზონში ფენომენალური შედეგიანობა აჩვენა: ლა ლიგის საწყის ხუთ ტურში სამი დუბლი შეასრულა და ლეო მესის 21-ე საუკუნის ისტორიული მიღწევა გაიმეორა.

დუბლი დუბლის მიყოლებით. ლამინ იამალმა 2026/27 წლების სეზონი ფენომენალურ ფორმაში დაიწყო. ეს განსაკუთრებით მეტოქეთა კართან მის ცივსისხლიანობაზე ითქმის: ლა ლიგის საწყის ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე ექვსი გოლი და სამი დუბლია. ბოლო ასეთი შედეგი მან კვირას, “ლევანტესთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში დააფიქსირა, სადაც ორჯერ გამოიჩინა თავი (კატალონიელთა მხრიდან გოლები ასევე ჩავი ესპარტმა და კარიმ ადეიემიმ გაიტანეს).

ლეო მესის მიღწევის გამეორება

საწყის ხუთ ტურში შესრულებული სამი დუბლით 19 წლის შემტევმა ისეთი შედეგი გაიმეორა, რაც 21-ე საუკუნის ლა ლიგაში აქამდე მხოლოდ ლეო მესის ჰქონდა გაკეთებული. ამ საუკუნეში ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ხუთ ტურში სამი დუბლის შესრულება ვერცერთ გუნდში ვერცერთმა სხვა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. ეს “ბარსელონას” 10 ნომრის მორიგი ისტორიული მიღწევაა.

არგენტინელმა ეს შედეგი 2012/13 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ორ-ორი გოლი “რეალ სოსიედადს”, “ოსასუნასა” და “ხეტაფეს” გაუტანა. 13 წლის შემდეგ ლამინ იამალმა მესის რეკორდი “რაიო ვალეკანოსთან”, “ვალენსიასთან” და “ლევანტესთან” შესრულებული დუბლებით გაიმეორა.

ბრძოლა პიჩიჩის ტიტულისთვის

კატალონიელთა გარემარბის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე შვიდი ოფიციალური გოლია (ექვსი ლა ლიგაში და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე), რაც მატჩში ერთ გოლზე მეტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს კილიან მბაპესთან, რაფინიასთან და სერხიო კამელიოსთან ერთად იყოფს.

ეჭვგარეშეა, რომ ლამინ იამალი გადამწყვეტ როლს თამაშობს “ბარსელონას” ისტორიულ სტარტში, სადაც გუნდმა სეზონის საწყისი ექვსივე ოფიციალური მატჩი მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 15 სექ 2026, 00:57

    ნახევარი ბარსამანია აჯვამდა რაფინიას რატომ არ დაუთმო პენალტიო და ეს კაციც იბრძვის ბომბარდირობისთვის და დაარყას რაც გიშლით ცუდად არ გამოსდის.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 17:52

    ძალიან კარგი თუ მესის მიღწევებს გაიმეორებს და უფრო უკეთესი თუ აჯობებს კიდეც. ამაზე არავინ იტყვის უარს. აი ოქროს ბურთებზე მეეჭვება გაასწროს.