workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი ლიდერად ვხედავ – ხუან პაბლო სორინი

ლიონელ მესი ლიდერად ვხედავ – ხუან პაბლო სორინი

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხუან პაბლო სორინი, რომელიც კატალონიურ კლუბში “კრუზეიროდან” 2003 წელს იჯარით ირიცხებოდა, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“მესის უკეთეს ლიდერად და უფრო დაღვინებულ მოთამაშედ ვხედავ. “ბარსაში” მას ძალიან ქაოტური პერიოდი ჰქონდა, თუმცა პასუხი მალევე მოედანზე მივიღეთ. ლეო ნაკრებშიც შესანიშნავად ირჯება.

“ლა პულგამ” თავისი ბრძოლა მწვანე მინდორზე გადაიტანა, რაც არგენტინელებისთვის სასიხარულო ამბავია. მან ადრე ბოლივიაში მარცხი განიცადა, მაგრამ დაბრუნდა და მათ მაინც მოუგო. ეს ლიონელის ძლიერი ხასიათის დემონსტრირებაა.

ვფიქრობ, ლეო “ალბისელესტეში” ბედნიერია, ისევე როგორც, მისი გარემოცვა. ყოველთვის ვამბობ, რომ მესის უნდა დაეხმარო და გვერდში დაუდგე, თუმცა არასდროს დაეყრდნო ვინმეს”, – განაცხადა არგენტინელმა TyC Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, არგენტინას ბოლივია ბოლოს 2005 წელს ჰყავდა დამარცხებული, წელს კი, ზღვის დონიდან 3637 მეტრზე მდებარზე სტადიონზე გამარჯვება ხანგრძილვი პასუხის შემდეგ შეძლო.

ლიონელ სკალონის შეგირდები მომდევნო მატჩებს პარაგვაისა და პერუს წინააღმდეგ, შესაბამისად, 13 და 18 ნოემბერს ჩაატარებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • DE GANEIRO
    schedule 12 ნოე 2020, 23:14
    #1

    ეს დემის რუსოსი სადღა გააძრეს )))