დელ ბოსკე: მესი თუ მარადონა? მესი

დელ ბოსკე: მესი თუ მარადონა? მესი

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ფეხბურთის არგენტინელ ლეგენდებს, ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის უპირატესობას “ბარსელონას” კაპიტანს ანიჭებს.

“მესი თუ მარადონა? მე კვლავ მესისკენ ვიხრები. ყოველთვის, როდესაც ლეოს თვალს ვადევნებ, ის ძალიან კარგად გამოიყურება. მას თამაშში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.

დელ ბოსკემ კომენტარი ანდრეს ინიესტასა და ჩავი ერნანდესზეც გააკეთა: “მათ ერთ გუნდში თამაში შეძლეს. ისინი ერთსა და იმავე დონეზე იმოფებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებული და კარგი ფეხბურთელები არიან.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი