ბარსელონა VS რეალ მადრიდი – ამხანაგური მატჩების სტატისტიკა

ბარსელონა VS რეალ მადრიდი – ამხანაგური მატჩების სტატისტიკა

ამღამ თბილისის დროით 03:00 საათზე “ბარსელონა” და “რეალ მადრიდი” ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ბოლო წლებში ამერიკულ ტურნეში ორივე გუნდი იღებს მონაწილეობას და ამხანაგური “ელ კლასიკოც” ტრადიციად იქცა. საინტერესოა, გადავხედოთ, როგორია ესპანური გრანდების სტატისტიკა არაოფიციალურ შეხვედრებში.

“ბარსელონა” და “რეალ მადრიდი” ესპანეთის გარეთ ერთმანეთს პირველად 1982 წელს ვენესუელის ქალაქ ბარკისიმეტოში დაუპირისპირდნენ. 31 მაისს გამართული ამხანაგური შეხვედრა ისტორიაში ყველაზე მოსაწყენი “ელ კლასიკოა”, რადგან 2 კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყებოდა და საფეხბურთო სამყაროს მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მატჩი მხოლოდ ვენესუელაში გაშუქდა, დღეისთვის კი კადრებიც აღარაა შემონახული. თამაში მადრიდელებმა 1-0 მოიგეს. ერთადერთი გოლის ავტორი ვისენტე დელ ბოსკე რამდენიმე წლის წინ AS-თან იხსენებდა: “ამ მატჩის შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს. ვიცი, რომ გოლი გავიტანე, რადგან ეს თქვენ [პრესამ] შემახსენეთ, თუმცა მე არაფერი მახსოვს”.

ამის შემდეგ კლუბებს ამხანაგური შეხვედრა დიდი ხანი აღარ გაუმართავთ. მეორე არაოფიციალური “ელ კლასიკო” 2017 წელს მაიამიში ჩატარდა, რომელიც “ბარსელონამ” 3-2 მოიგო. “ბარსას” მხრიდან გოლები ლეო მესიმ, ივან რაკიტიჩმა და ჟერარ პიკემ გაიტანეს, მადრიდელთა მხირდან კი თავი ლუკა მოდრიჩმა და მარკო ასენსიომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანაში” ეს ნეიმარის ბოლო მატჩი იყო.

შემდეგი შეხვედრა კვლავ ამერიკული ტურნეს ფარგლებში ლას ვეგასში 2022 წელს შედგა. მატჩი “ბარსელონამ” რაფინიას შორეული გასროლით 1-0 მოიგო. 

“ელ კლასიკო” გაიმართა გასულ ზაფხულშიც, რომელიც კვლავ “ბლაუგრანამ”, ამჯერად დამაჯერებლად, 3-0 მოიგო. გოლები უსმან დემბელემ და ფერმინ ლოპესმა (2) გაიტანეს.

საბოლოო ჯამში, ამხაანაგურ დაპირისპირებებში “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” 3-1-ს ამარცხებს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    04 აგვ 2024, 14:45

    საბოლოო ჯამში, ამხაანაგურ დაპირისპირებებში "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" 3-1-ს ამარცხებს.
    ნეტავ ოფიციალურებში იყოს ასე, ამხანაგურებს ჰალა არ აღიარებს თუ ვერ მოიგეს.

  • Rick Sanchez
    04 აგვ 2024, 07:58

    ამხანაგურები გვკიდია, შარშან ოფიციალურებში გადაკუზა ანჩელოტიმ ჩავი.

  • MESSI 2017
    03 აგვ 2024, 21:18

    ვახ ბიჭო ამ საფრთანგეთს ჯუდოში ყველა რატო უდგება😀

  • barca9999
    03 აგვ 2024, 21:18

    ვემზადები წასასვლელად აბა წარმატებები. მიუხედავად ამხანაგურისა მაგარი ბედნიერი ვარ რომ დავესწრები მატშს. ვისკა ბარსა

  • nikusha
    03 აგვ 2024, 21:15

    რეალის შემადგენლობა იქნება სავარაუდოდ ასეთი:

    კურტუა
    ვასკესი-რუდიგერი-ჟოაო მარტინესი-ფრან გარსია
    ნიკო პასი-მარიო მარტინი-არდა გიულერი
    ბრაჰიმ დიასი-ენდრიკი-როდრიგო

    ლუნინი
    ?-მილიტაო-ჯაკობო-?
    მოდრიჩი-სებალიოსი-ლეონი-ასენსიო
    ლატასა-ვინიციუსი