workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კლუბი და ფეხბურთელები ვერ შეთანხმდნენ | RAC1

კლუბი და ფეხბურთელები ვერ შეთანხმდნენ | RAC1

გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღემაც უშედეგოდ ჩაიარა – “ბარსელონამ” და გუნდის ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა, ორივე მხარეს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე ეძლევა. საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეები 23 ნოემბერს მიიღებენ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” ყველა ღონეს მიმართა იმისათვის, რომ მოთამაშეები ხელფასების შემცირებაზე დაეყოლიებინა, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არაა, კლუბმა ფეხბურთელებს ანაზღაურება ცალმხრივად შეუმციროს. დირექტორთა საბჭო ხვალ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც მმართველი კომისიის თავჯდომარე კარლეს ტუსკეტსი პრესკონფერენციას გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • bashi_achuki
    schedule 11 ნოე 2020, 23:46
    #5

    ამხელა ამბავი რომ მოყვა ხელფასების შემცირებას ცოტა ტეხავს. მარტო ფული ხო არაა ყველაფერი .. კლუბის პრესტიჟზე მოქმედებს ეს ყველაფერი .უამრავი ფული აქვთ ფეხბურთელებს და კლუბს თუ ჭირდება ამ ეტაპზე ყველა უნდა დათანხმდეს აუცილებლად. ისე იქცევიან თითქოს 1000-1500€ ქონდეთ ხელფასები. მილიონებზეა აქ საუბარი , მილიონებზეეეე . სიღორეა და მეტი არაფერი !!!

  • frenkie dejong21
    schedule 11 ნოე 2020, 22:39
    #4

    მარტო პიკემ შტეგომ და ფრენკიმ დაიკლო ხელფასები ძაან ტეხავს 😏
    განსაკუთრებით კაპიტნისგან
    ჩავი ინი და პუიოლი ულაპარაკოდ დაიკლებნენ არც დაფიქრთებოდნენ პუის ნათქვამი აქ უფასოდაც ვითამაშევ ბარსაშიო
    კლუბის აღზრდილები არ იკლებენ ალბა, რობერტო, ბუსი და მესი და ორი დღის მოსულ ფეხბურთელს რა უნდა მოსთხოვო
    იმ სამ ფეხბურთელს კიდე #respect ვინც ხეფასები დაიკლეს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 ნოე 2020, 21:58
    #3

    რა ვიცი, მაგათ რომ ჰკითხო ყველა იძახის ბარსა ჩემი სახლიაო და "ოჯახისთვის" მაგ ხელფასებიდან გამომდინარე 2 კაპიკი ენანებათ!!!
    ცუდად იქცევიან, ძალიან ცუდად! მაგალითი კი კაპიტანია!!! 😒

  • Iniesta_8
    schedule 11 ნოე 2020, 21:46
    #2

    მილიონებს იღებენ და შედეგი არ არის. დააკლო კიარა 1/4 უნდა დაუტოვო ხელფასის და დანარჩენი ბონუსად მოგებულ ტიტულებზე. რა ამბავია ამხელა ანაზღაურება. ლივერპული და ბაიერნი დაფრინავს და ამის ნახევარი ხელფასები არ აქვთ.

  • ROUCH
    schedule 11 ნოე 2020, 21:46
    #1

    კაპიტანმა არ შეიმცირა და სხვას რა უნდა მოთხოვო, მაჩუქეო ხო არ გეუბნება შე ჩემისავ დროებით მასესხეო ფუ მარტო პიკეს შტეგენს და დე იონგს ყვარებია ბარსა და გული შესტკივათ ბუსკეცი ფუი ამ საქმეში მაინც ივარგე აბა რ8გორც კაპიტანი მესიზე სამი ასოა ტიპი ეგ უნდა იყოს ვიცე კაპიტანი და პიკე მესამე