Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ნოენბრის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვებსა და პირველი ტურის პასუხებს.
მე-2 ტურის კითხვები
- რომელ წელს მოიგო ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთი” პირველად? – 2 ქულა
- რამდენი საგოლე გადაცემა აქვს ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” შესრულებული? – 4 ქულა
- რა ანგარიშით დასრულდა “ბარსელონასა” და “რეალის” პირველი დაპირისპირება? – 6 ქულა
- ვინ იყო “ბარსელონას” პირველი ესპანელი მწვრთნელი? – 8 ქულა
- 5 ნომრის გარდა, ეს არის ერთადერთი ნომერი, რომლითაც “ბარსას” პირველ გუნდში კარლეს პუიოლსაც უთამაშია და სერხიო ბუსკეტსსაც. – 10 ქულა
- ვინაა “ბარსელონას” ბოლო არაევროპელი მთავარი მწვრთნელი? – 1 ქულა
ხერარდო (ტატა) მარტინოს (2013/14 წლების სეზონი) შემდეგ “ბარსელონას” სულ ევროპელი მწვრთნელები ჰყავს. ინფორმაცია “ბარსელონას” მწვრთნელების შესახებ. - რომელ წელს მოიგო “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი ტიტული? – 2 ქულა
კატალონიის ჩემპიონატი, რომელიც 1940 წლამდე ტარდებოდა, ოფიციალურ ტურნირად მიიჩნეოდა. ეს ტურნირი “ბარსამ” 1901/02 წლების სეზონში მოიგო. ითვლება როგორც 1901, ასევე 1902 წელი. “ბარსელონას” ტიტულები. - რომელ წელს გაიხსნა “ბარსელონას” მუზეუმი? – 3 ქულა
“ბარსელონას” მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა. მუზეუმის ისტორია. - სწორედ ამდენი სეივი აქვს მარკ-ანტერ ტერ შტეგენს “ბარსელონას” მაისურით განხორციელებული. – 4 ქულა
კითხვის დასმის მომენტში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს “ბარსელონაში” 590 სეივი ჰქონდა განხორციელებული. “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელის სატისტიკა ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. - დაასახელეთ პირველი იაპონური კომპანია, რომლის რეკლამაც “ბარსელონას” ფორმაზე იყო განთავსებული – 5 ქულა
1990 წელს, იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით, “ბარსელონამ” იაპონიაში 2 ამხანაგური თამაში ჩაატარა. ამ თამაშებში გუნდის მაისურზე გამოსახული იყო წარწერა JAL (იაპონიის ავიახაზები). დეტალური ინფორმაცია “ბარსელონას” ფორმების ისტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორინაში დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მოძიება ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.
ვიქტორინის წესები
- თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
- გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
- მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
- პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს “ვიქტორინის პასუხები”, ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
- მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
- გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
- ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
- იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
- კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
- გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.





კითხვებს რაპონტში სვამთ მაგას არ ჯობია პირდაპირ დაასაჩუქროთ ერთგული მომზმარებელი ამ საიტის მაგალითად მე ძირძველი მომხმარებელი ამ საიტის😂😂😂