გათამაშებები Barcamania-ზე

Barcamania.ge-ზე კონკურსები და ვიქტორინები ბრუნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს პრიზების ყოველთვიურად მოგების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.

ჩვენი საიტი ყოველთვიურად გაათამაშებს მინიმუმ 5 პრიზს, საიდანაც 3 იქნება კომპანია GL Sport-ის მიერ დაწესებული პრიზი - "ბარსელონას" მაისური.

პრიზები გათამაშდება ჩვენს 3 პლატფორმაზე:

Barcamania.ge

ერთი მაისური ყოველთვის გათამაშდება საიტზე. გათამაშება მოხდება ან ვიქტორინის, ან კონკურსის სახით.

ჩვენი სტაჟიანი მომხმარებლებისთვის ვიქტორინები ნაცნობია. განსხვავება ის იქნება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენივე საიტზე.

კონკურსის მაგალითი კი შეგიძლიან ამ გვერდზე იხილოთ.

კონკრეტულად რა სახით გათმაშდება საიტზე მაისური, ამ ინფორმაციას, დეტალურ წესებთან ერთად, ყოველი თვის დასაწყისში შემოგთავაზებთ ხოლმე.

პირველ ადგილზე გასული მომხმარებელი დასაჩუქრდება მაისურით, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მომხმარებლები სხვადასხვა პრიზებით (წიგნები "ბარსელონაზე", სხვადასხვა აქსესუარები...).

საიტზე გათამაშების წესები:

  • გათამაშება იმართება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • პირველ ადგილზე გასულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.


Facebook ჯგუფი

Facebook ჯგუფში ყოველ თვე გათამაშდება "ბარსელონას" მაისური.

Facebook თავად გამოავლენს თვის 10 ყველაზე აქტიურ მონაწილეს პოსტების, კომენტარებისა და სხვის პოსტებზე რეაქციების (Like, Love, Care, Haha, Wow, Sad, Angry) რაოდენობის მიხედვით.

ყოველი თვის ბოლო დღეს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება საუკეთესო ათეული და მარტივი კითხვა. გამარჯვებული კი იქნება ამ ათეულიდან ის, ვინც კომენტარებში სწორ პასუხს ყველაზე ადრე დაწერს. კითხვა დასმული იქნება იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენს საიტზე ქვეყნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსამანიას ერთგული მკითხველისთვის მასზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო მარტივი იქნება.

წესები:

  • გათამაშება იმართება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  • ერთი მომხმარებლისგან, ერთ პოსტზე მიიღება მხოლოდ ერთი პასუხი. რამდენიმე პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ პირველ პასუხს;
  • პასუხის (კომენტარის) დარედაქტირება დაუშვებელია. დარედაქტირებული კომენტარი არცერთ შემთხვევაში არ მიიღება, იმის მიუხედავად, სწორი პასუხი დარედაქტირებამდე იყო დაფიქსირებული, თუ დარედაქტირების შემდეგ. თუ თქვენი პასუხის შეცვლა გსურთ, წაშალეთ ძველი კომენტარი და დაწერეთ ახალი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვეს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ადმინისტრაცია აკონტროლებს ჯგუფში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებს. პოსტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჯგუფის წესებს, არ გამოქვეყნდება, ხოლო ასეთი კომენტარები წაიშლება.


Facebook გვერდი

ფეისბუქის გვერდზე პრიზი გათამაშდება Top Fan-ებისთვის.

იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოხატავთ ემოციას ჩვენი გვერდის პოსტებზე (Like, Love, Haha, Wow, Sad, Angry), რამდენად ხშირად აკომენტარებთ ჩვენი გვერდის პოსტებზე, ან აზიარებთ მათ, ფეისბუქი განიჭებთ Top Fan-ის სტატუსს (სტატუსის მოპოვების შემდეგ უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ იყოთ Top Fan). სტატუსი განახლდება ყოველკვირეულად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქტიურები უნდა იყოთ სტატუსის მოპოვების შემდეგაც.

ყოველი თვის ბოლო დღეს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება მარტივი კითხვა და გამარჯვებული ის Top Fan, რომელიც კომენტარებში სწორ პასუხს ყველაზე ადრე დაწერს. კითხვა დასმული იქნება იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენს საიტზე ქვეყნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსამანიას ერთგული მკითხველისთვის მასზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო მარტივი იქნება.

გაითვალისწინეთ:

  • გათამაშება იმართება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  • ერთი მომხმარებლისგან, ერთ პოსტზე მიიღება მხოლოდ ერთი პასუხი. რამდენიმე პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ პირველ პასუხს;
  • პასუხის (კომენტარის) დარედაქტირება დაუშვებელია. დარედაქტირებული კომენტარი არცერთ შემთხვევაში არ მიიღება, იმის მიუხედავად, სწორი პასუხი დარედაქტირებამდე იყო დაფიქსირებული, თუ დარედაქტირების შემდეგ. თუ თქვენი პასუხის შეცვლა გსურთ, წაშალეთ ძველი კომენტარი და დაწერეთ ახალი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვეს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს, ფეისბუქ გვერდის კომენტარებში ცენზურის დარღვევის, უნებართვო რეკლამის, ან არათემატური კომენტარის ხშირად წერის შემთხვევაში, მომხმარებელბს ჩამოართვას Top Fan-ის სტატუსი.