“ლას პალმასის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი მისი ყოფილი შეგირდის, “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის, პედრის პროგრესით კმაყოფილებას გამოთქვამს.
“პედრი თამაშს მის სამუშაოდ აღიქვამს და ამით სიამოვნებას იღებს. რა თქმა უნდა, მისი ინიესტასთან შედარება შეგვიძლია. თუ პედრი ტრავმას არ მიიღებს და ამ ტემპით თამაშს გააგრძელებს, ლუის ენრიკეც ესპანეთის ნაკრებში მალე გამოიძახებს”, – ციტირებს პეპე მელის სიტყვებს SER Catalunya.
“ბარსელონამ” 17 წლის ტალანტი, რომლის პროგრესიც ბოლო დროს აშკარაა, მიმდინარე წლის ზაფხულში სწორედ “ლას პალმასიდან” დაიმატა.
ეს და პუჩი მეორე ხავი ინიესტა იქნებიან.თან როგორ გვანან აღნაგობითაც.პუჩს უნდა მისცეს შანსები კუმანმა