workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მორიგ სკანდალში ეხვევა | MD

“ბარსელონა” მორიგ სკანდალში ეხვევა | MD

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონაში” მორიგ გაუგებრობას საფუძველი ეყრება.

წყაროს ცნობით, “ბარსელონა ბ-ს” ყოფილი ფეხბურთელები, კერძოდ, კიკე სავერიო, ჩუმი, სერჟი პუჩი და გილემ ხაიმე კატალონიური კლუბისგან გასულ სეზონში ფლეი ოფში მოხვედრისთვის ბონუსების სახით გადაუხდელი 10 000 (სულ 40 000) ევროს გადახდას ითხოვენ, რის გამოც მათ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას (AFE) მიმართეს.

“ბარსელონას” მტკიცებით, ამ 4 ფეხბურთელს, კონტრაქტების მიხედვით, ბონუსების მიღების უფლება არ აქვთ, რადგან მათ რეალურად ფლეი ოფის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღათ. ამ მოთამაშეებმა “ბარსა ბ” იქამდე დატოვეს, სანამ გუნდი ფლეი ოფში ითამაშებდა.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლეი ოფში არ უთამაშიათ არც ტრავმირებულებს – ალექს კოლიადოს, ფერან სარსანედასსა და ჰიროკი აბეს, თუმცა მათ ბონუსები მაინც მიიღეს.

“ბარსა ბ-მ” გასულ სეზონში ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონიდან მე-2 დივიზიონში გადასასვლელ ფლეი ოფში ითამაშა, სადაც გუნდი ფინალში “საბადელთან” დამარცხდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ROUCH
    schedule 17 ოქტ 2020, 20:13
    #1

    ვაი ამათი დედა ვატირე, 40 ათასისთვის ეხლა სასამართლო რო გაიმართოს მაგაზე მეტი ხო დაუჯდებათ და მაგასაც რო თავი დაანებო სახელი ხო გიტყდება მომსვლელ სასტავთან, პლეი ოფამდე ხო მიგათრია იქ თუ არ ითამაშა, რო არა ის იქნებ ვერც შესულიყავი სიტყვაზე ვამობ რადგან არ ვიცი უიმათოთ რას იზავდნენ