ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა, პუიოლი და მესი სასამართლოში დაიბარეს

ინიესტა, პუიოლი და მესი სასამართლოში დაიბარეს

”ბარსელონას” სამი ფეხბურთელი დაიბარეს სასამართლო გარჩევაზე, რომელიც უკავშირდება ჟოან ლაპორტას და მის ბიზნესს უზბეკეთში.

ინიესტა, პუიოლი და მესის გარდა სასამართლოში დაბარებულები არიან სესკ ფაბრეგასი და სამუელ ეტო’ო. სწორედ მათ უნდა მისცენ ჩვენებები 2 წლის წინ, უზბეკეთში მგზავრობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ თურქმა აგენტმა, ბაირამ ტუტუმლუმ ჟოან ლაპორტას სასამართლოში უჩივლა. აგენტი ითხოვს საკომისიო თანხას ლაპორტას და უზბეკურ გუნდს, ”ბუნედკორს” შორის დადებული ხელშეკრულებიდან. საჩივარში წერია, რომ ლაპორტამ ამ გარიგებით პრემიალური 3 მილიონი ევრო მიიღო. გთავაზობთ საჩივარს: ”კომერციულმა კომპანიამ ”Laporta & Arbos Advocats Associats S. L” 2008 წლის 27 ივნისს ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ორგანიზაცია ”Zeromax GMBH”-ისგან მიიღო 3 მილიონი ევრო. თანხა გადაირიცხა ციურიხში მდეგაბრე ბანკ ”Russian Comercial Bank”-იდან”.

ტუტმლუს განცხადებით უზბეკური გუნდი ლაპორტას ამ თანხის გადარიცხვას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ ის ”ბარსელონას” ჩაიყვანდა უზბეკეთში. ტუტუმლუ ითხოვს საკომისიო 10%-ს ამ თანხიდან და თანხას შემდგომი მოლაპარაკებებიდან, რომელსაც როგორც თავად ლაპორტა, ასევე ”ბარსელონაც” მართავდა. საერთო თანხა, რომელსაც თურქი აგენტი ითხოვს 10 მილიონ ევროს შეადგენს.

სასამართლო მოსმენა დანიშნულია 10 ოქტომბერს, დილის 9:30 საათზე. პროცესს დაესწრება სანდრო როსელი. ამჟამინდელი პრეზიდენტი დაწვრილებით ისაუბრებს კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე მისი წინამორბედის ყოფნის დროს. მოსამართლემ ასევე მოითხოვა ლაპორტას ფირმის (Laporta & Arbós Advocats Associats SLP) და შვეიცარიული კომპანიის ”Zeromax GMBH” საბანკო ანგარიშები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში