workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ასეთ სიმაღლეზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ – ლიონელ მესი

ასეთ სიმაღლეზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ – ლიონელ მესი

მოგეხსენებათ, გუშინ არგენტინის ეროვნული ნაკრები ბოლივიაში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მატჩს “ალბისელესტეს” ლიდერი და კაპიტანი, ლეო მესი გამოეხმაურა.

“ასეთ სიმაღლეზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ყოველთვის მეტად ფასობს. ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა დარჩა, საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ ახლა დაიწყო. ბედნიერები ვართ, რომ საწყისი 2 მატჩი მოვიგეთ”, – დაწერა მესიმ Instagram-ზე.

შეგახსენებთ, ბოლივიასთან ჩატარებული შეხვედრა “ბოლივარის”, “ზე სთრონგესთისა” და კიდევ არაერთი კლუბის მოედანზე, “ესტადიო ერნანდო სილესზე” გაიმართა, რომელიც ზღვის დონიდან 3.637 მეტრზე მდებარეობს და ბუნებრივია, მათთან სტუმრად თამაში ყველას უჭირს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიონელ სკალონის შეგირდებს გაუჭირდათ და მარსელო მარტინს მორენომაც მასპინძლები დააწინაურა, თუმცა ლაუტარო მარტინესისა და ხოაკინ კორეას გოლების წყალობით, არგენტინელებმა დაპირისპირება შემოატრიალეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • მურმანი
    schedule 17 ოქტ 2020, 00:45
    #4

    [quote=M10 S9 D11]ეხლაც ვერ ვინელებ რა ასისიტი გაუფუჭა იმ ძალით ფორვარდმა მესის[/quote
    აშკარაა ლაუტაროს ჰეითერი ხარ და ფწხბურთისაც დიდად არ გესმის

  • Ronaldinho..
    schedule 14 ოქტ 2020, 18:13
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლაც ვერ ვინელებ რა ასისიტი გაუფუჭა იმ ძალით ფორვარდმა მესის


    ძალიან მაგარი სეივი გააკეთა მეკარემ მანდ და რავიცი

  • M10 S9 D11
    schedule 14 ოქტ 2020, 17:47
    #2

    ეხლაც ვერ ვინელებ რა ასისიტი გაუფუჭა იმ ძალით ფორვარდმა მესის

  • Msn91011
    schedule 14 ოქტ 2020, 15:54
    #1

    ამ სეზონში მესიზე რო არ ვიცოდე მესია ალბათ ერთი ჩვეულებრივი რივერ პლეიტის ფეხბურთელი მეგონებოდა რაღაც ძაან სხვაგან არის და კიდია თამაში გუშინ 1-2 მომენტში იმენა არ გაიქცა 2 ნაბიჯის გადადგმა დაეზარა. ესე თუ აპირებს თამაშს არც თვითონ გაუსწორდება და არც ჩვენ და იმედია ცოტა მოიხოდება