ცნობილი საფეხბურთო პორტალი Transfermarkt ფეხბურთელების ფასებს ანახლებს, ასევე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეების ათეული, რომლებიც 2020 წელს ყველაზე მეტად “გაიაფდა”.
“გაიაფებული” ვარსკვლავების სიას მადრიდის “რეალის” ბელგიელი ნახევარმცველი, ედენ აზარი ლიდერობს, რომლის ფასმა 120 მილიონი ევროდან 60 მილიონ ევრომდე დაიწია. მეორე ადგილზე “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი იმყოფება, არგენტინელის ფასი 140 მილიონი ევროდან 100 მილიონამდე შემცირდა.
მთლიანი ათეული ასე გამოიყურება:
- ედენ აზარი (“რეალი”, 29 წლის) – 60 მლნ ევრო (ძველი ფასი – 120 მილიონი)
- ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 33 წლის) – 100 მლნ ევრო (ძველი ფასი – 140 მილიონი)
- ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”, 29 წლის) – 80 მლნ (ძველი ფასი – 120 მლნ)
- რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”, 25 წლის) – 128 მლნ (ძველი ფასი – 160 მლნ)
- ნეიმარი (“პარი-სენ ჟერმენი”, 28 წლის) – 128 მლნ (ძველი ფასი – 160 მლნ)
- კეპა არისაბალაგა (“ჩელსი”, 26 წლის) – 28 მლნ (ძველი ფასი – 60 მლნ)
- ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, 27 წლის) – 120 მლნ (ძველი ფასი – 150 მლნ)
- სადიო მანე (“ლივერპული”, 28 წლის) – 120 მლნ (ძველი ფასი – 150 მლნ)
- კევინ დე ბრუინი (“სიტი”, 29 წლის) – 120 მლნ (ძველი ფასი – 150 მლნ)
- მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, 28 წლის) – 120 მლნ (ძველი ფასი – 150 მლნ)
სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ
რა გაიაფებული ლამის გამოსასყიდი გადაიხადა სიტიმ =D
Philippe Coutinho 7,
ეგ სია გაიაფებულებზეა, დემბელე კიდევ ლარივით გაუფასურდა და მაგიტომაც არაა სიაში 😁😁😁😁