“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ საუბრობს, მათ შორის, ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. გთავაზობთ ინტერვიუს სრულად.
ლიონელ მესი
“როგორც კულეს, მესის წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბოლოს, მან დარჩენა გადაწყვიტა. ახლახანს თქვა, რომ მოტივირებულია და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან კიდევ დიდხანს გააგრძელებს თამაშს. ეს ლა ლიგისთვის დიდი ფუფუნებაა, იგი მსოფლიოში საუკეთესოა”.
კარლესი იტალიური გამოცემის მიერ ორგანიზებულ “სპორტის ფესტივალს” ესწრებოდა. მასთან ერთად ღონისძიებაზე “რეალის” ლეგენდა, იკერ კასილიასი, და ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, იმყოფებოდნენ.
“შესაძლოა, იკერს “ბარსელონა” მესის გარეშე უფრო მოსწონებოდა, თუმცა მის მიმართ სიმპათია ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აქვს, რადგან იგი განმაცვიფრებელია”, – თქვა პუიოლმა, ალბათ, ნახევრად ხუმრობით.
“მილანში” ტრანსფერი
“ცვლილებებს, ყოველთვის, ინტერესიც ახლავს თან, თუმცა ბევრი რამ უნდა აწონ-დაწონო. მე “ბარსელონაში” თამაშით ვამაყობდი, ეს არის რაღაც, რასაც გულით ვატარებ. კლუბი ყოველთვის მენდობოდა. 2014 წელს, მუხლზე პრობლემები მქონდა და წავედი. პირველ გუნდში 15 წელი გავატარე.
იყო შემოთავაზებები იტალიური და ინგლისური კლუბებისგან. არასდროს დამიმალავს, რომ “მილანში”, პაოლო მალდინისთან ერთად, სიამოვნებით ვითამაშებდი, ის ჩემი კუმირია. მაშინ, “მილანს” კარგი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ “ბარსელონაში” დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ”.
ოქროს ბურთი
“მის მოგებაზე არასდროს მიფიქრია. როდესაც მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ჩავი ერნანდესისა და კასილიასის თამაშს უყურებ, რთულია, თქვა, რომელია საუკეთესო. გადამწყვეტი გოლებია, მესი და კრიშტიანუ კი მეტოქეობდნენ. ჩავი და ინიესტა დიდი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა ისინი შეუმჩნეველნი დარჩნენ, მიუხედავად მათი თავდაუზოგავი შრომისა”.
ეროვნული ნაკრები
“ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთი გამორჩეული თაობა გვყავდა. იკერი კაპიტანი იყო, თუმცა იგი ჩვენს რჩევებს სიამოვნებით იღებდა. ის არ ჰგავდა იმ კაპიტნებს, რომლებიც გუნდში დიქტატურას ამყარებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. თუ გუნდი ერთიანი არ არის, მას მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება”.
საუკეთესო “ელ კლასიკო”
“ჩემი დებიუტი “კლასიკოში” “კამპ ნოუზე” შედგა, 2-2. მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, “ბერნაბეუს” 6-2 იქნება. ეს ჩვენი პირველი წელი იყო პეპ გვარდიოლასთან ერთად. ჩემპიონატი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა “რეალმა” მოახლოება შეძლო და ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, სხვაობა 4 ქულა იყო, იმ თამაშის მოგება ყველაფერს წყვეტდა.
თუმცა, წინა წელიც მახსოვს, როდესაც მადრიდში “რეალისთვის” საპატიო დერეფნის მოწყობამ მოგვიწია. მინდოდა, რომ ის თამაში, რაც შეიძლება, მალე დასრულებულიყო. 1-4 წავაგეთ, მაგრამ მათ მეტის გატანაც შეეძლოთ”, – თქვა პუიოლმა.
ლიონელ მესის წასვლის შესახებ, ამავე ღონისძიებაზე, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ისაუბრა.
ხოდა კაპიტნობა მაგია ჟილკა და გიჯური შეძახილობა მესი არა საკაპიტნო ხასიაყის რამდენაც კაეგად თა.აშობს იმფენად ცუდი ხქსიაყიაქ მესის მერწმუნეთ.
ჩვენი "ლომგულა"!!!
როგორ მენატრები ხოლმე დღევანდელი დაცვის ფაფხურს რომ ვუყურებ..
მესის ყველაფერი აქვს რაც კაპიტნისთვის აუცილებელია, მხოლოდ ერთი – თანაც ყველაზე მთავარი აკლია – შენი ჟილკა და გიჟური შეძახილები მოედანზე.. 💕💕💕💕💕