ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველსა და მილიტოს ”ბარსელონას” დატოვება არ სურთ

მაქსველსა და მილიტოს ”ბარსელონას” დატოვება არ სურთ

კატალონიის ”ბარსელონას” მცველებმა, მაქსველმა და მილიტომ განაცხადეს, რომ არ სურთ ამჟამინდელი კლუბის დატოვება – იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა ”მარკა”.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ უკვე განუცხადა ამავე კლუბის სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას, რომ მომდევნო სეზონში ბრაზილიელისა და არგენტინელის იმედზე ყოფნას არ აპირებს. თავის მხრივ სუბისარეტამ მათთვის ახალი კლუბების მოძიება დაიწყო, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებს ”ბლაუგრანას” დატოვება არ სურთ.

ცნობისთვის, კატალონიური კლუბი მნიშვნელოვან ცვლილებების განხორციელებას გეგმავს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას. ”ბლაუგრანას” მთავარ სამიზნედ სესკ ფაბრეგასი, როსი და სანჩესი გვევლინებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში