workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “სევილიას” წინააღმდეგ გასამართ ლა ლიგის მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. 

“სევილია” ძლიერი გუნდია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ სახლში ვთამაშობთ. ჩვენს ანგარიშზე უკვე ორი გამარჯვებაა და თავდაჯერება არ გვაკლია. 

სულ 5 კვირაა, რაც სამწვრთნელო შტაბი და გუნდი ერთადაა, თუმცა ძალიან კარგად ვმუშაობთ. ეს “სელტას” წინააღმდეგაც შესამჩნევი იყო, როცა რთულ პირობებში მოედანზე ერთით ნაკლები ფეხბურთელით ვიყავით და მაინც მოვიგეთ. 

გუნდით კმაყოფილი ვარ. “ბარსას” მოთამაშეები მონდომებულები არიან, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. 

ერიკ გარსიას შეძენა გვინდა და იმედია, ეს გამოვა. მარკეტის დახურვამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ეკონომიკურად ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება. 

დემბელეზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ითამაშებს თუ არა ის, დამოკიდებულია მეტოქეზე და იმაზე, თუ როგორი იქნება ფეხბურთელი ვარჯიშზე. მისი მომავალი? ამ თემაზე სერიოზულად ჯერ არ გვისაუბრია. 

მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ გუნდში თავს ცუდად გრძნობს. თუ ის ბედნიერი არ არის, შეუძლია, მითხრას, მაგრამ თუ ის დარჩება, თამაშის შესაძლებლობას მივცემ. 

დესტი? ვუცდით, როდის ექნება მას ლიცენზია იმისთვის, რომ განაცხადში შევიყვანოთ. ის ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური მოთამაშეა. 

მოედანზე დასასვენებლად გასვლას არ ვაპირებთ. ყოველთვის ისე ვთამაშობთ, როგორც ვვარჯიშობთ, ვარჯიშები კი მუდმივად ინტენსიურია. 

კოუტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის “ბაიერნში” კიდევ უფრო განვითარდა. ჩემი, როგორც მწვრთნელის, მოვალეობაა, თითოეულ ფეხბურთელს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება მივცე, პირველი კი, რაც ამისთვის უნდა გააკეთო, ფეხბურთელის სწორ პოზიციაზე დაყენებაა.

გვაქვს იმის საფუძველი, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრით კმაყოფილები ვიყოთ. თითოეულ თამაშში მაღალი დონე უნდა ვაჩვენოთ.

მესი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვარჯიშობს და თამაშობს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

დეპაი? ცენტრფორვარდის პოზიციაზე, ისევე როგორც ცენტრალური მცველის პოზიციაზე, გუნდში ერთით მეტი ფეხბურთელის ყოლა კარგი იქნება. შემადგენლობაში კონკურენცია ისედაც არის, თუმცა სეზონში ბევრი თამაშია და უკეთესი იქნება, თუ გავძლიერდებით.

სერჟი რობერტო კარგად თამაშობს. მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ სერჟინიო დესტი “ბარსას” მომავალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ვერ ითამაშებს. დესტს “აიაქსში” უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა”. – განაცხადა კუმანმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (32)

  • El pistolero 9
    schedule 02 მარ 2021, 23:05
    #32

    აბა ჰე შენ იცი ხვალ ლოპეტეგის კიდევ ერთი ტაქტიკური დუელი უნდა მოუგო.ოპტიმალური ძირითადი დააყენე სწორი ფორმაციით და რაც მთავარია შეცვლები არ დააგვიანო!!

  • me da barca
    schedule 02 მარ 2021, 21:53
    #31

    ვინც არ უნდა მოვიდეს არ მგონია კუმანი გაუშვას. აცლიან იმ 1 წელსაც. თუ გაუშვეს მოუწევთ ზედმეტი ფულის გადახდა და ამის თავი ახლა გუნდს არააქვს.

  • სპარტაკი
    schedule 02 მარ 2021, 20:47
    #30

    ჯიგარი ხარ კუმან შენი საქმე აკეთე და ხვალინდელი მოგებით უკეთეს პასუხებს მიიღებს ყველა…

  • nika 54
    schedule 02 მარ 2021, 19:42
    #29

    ისე ჟურნალისტებიც რა ნაგლები არიან. რა დროს ჩავიზე და ბართომეუზე ლაპარაკია, ხვალ სეზონის ერთი-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თამაშია და ესენი რო გაგაგდოს ახალმა პრეზიდენტმაო ეკითხებიან.

  • ბასქუ10
    schedule 02 მარ 2021, 19:28
    #28

    აბა მიდი კუმან სწორად შერჩეული ტაქტიკით და გააზრებული ფეხბურთით შეგვიძლია ამ ქამბექის გაკეთება, ხვალ მაინც ვიხილოთ მაგარი შემტევი თამაში და სანახაობრივი ფეხბურთი

  • Always cule
    schedule 02 მარ 2021, 17:43
    #27

    ჩავიზე რატო ეკითხებიან საერთოდ, კარგად არიან ეს ჟურნალისტები?
    ან კიდე ეს კანდიდატები ჩავით რო აპელირებენ, ჯერძოდ ფონტი. კუმანიც არანაკლები ლეგენდაა და დაშლილი გუნდი ჩაიბარა და ასე თუ ისე მშვენივრად მუშაობს, თან ბავშვებით, არ შეშინებია და არაფერი, ინსულტი აქვს თან გადატანილი.
    კუმანს იცავო არ დამიწეროთ ახლა რაც მართალია იმას ვამბობ და რაც გასაკრიტიკებელია ვაკრიტიკებ(პედრის და ფატის გადაწვაზე მაგალითად)

  • Bobi
    schedule 02 მარ 2021, 17:28
    #26

    ვფიქრობ ლა ლიგის 0-2 არაფრის მომცემია ამ ეტაპზე გარდა ფსიქოლოგიური უპირატესობისა. უფრო სიღრმიდან ითამაშებენ ალბათ და ახლა უნდა დაამტკიცონ, შეუძიათ თუ არა მასირებული დაცვის გარღვევა, მაღალ სისწრაფეზე თამაში უჭირთ და რა უნდა ქნან არ ვიცი 😁💙❤️
    პედრის კი რაც შეეხება, იმედია ეგრევე ძირითადში არ ჩასვამს

  • riva
    schedule 02 მარ 2021, 17:25
    #25

    ძალიან დიდი უპატივცემულობაა კუმანის მიმართ როცა კანდიდატები თუნდაც ჩავით აპელირებენ.
    ჩავიზე არანაკლები ლეგენდაა კუმანი ბარსასი, ყველაფერს რომ შევეშვათ პირველი ლიგა ამ კაცმა მოგვიტანა
    ძალიან რთულ პერიოდშია ბარსას მწვრთნელი, შეიძლება იდეალური არაა და შეცდომებიც აქვს მაგრამ პატივისცემა გვმართებს
    თითოეულ ფანს და მითუმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატებს

  • Bobi
    schedule 02 მარ 2021, 17:24
    #24

    ციტატა: პატარა პრინცი
    რატომ უსვავენ კითხვას ჩავიზე?! კაცი ბარსას მწვრთნელია და ელემენტალური პატივისცემა მართებთ ამ ჟურნალისტებს!


    ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი 😁
    რა იქნება რომ ჟურნალისტებმა მაინც გამოიჩინონ პატივისცემა, ჯერ-ჯერობით ავად თუ კარგად მწვრთნელია

  • M10 S9 D11
    schedule 02 მარ 2021, 17:20
    #23

    ხვალ უეჭველი ვაქამბექებთ ვამოოოოს

  • პატარა პრინცი
    schedule 02 მარ 2021, 17:12
    #22

    რატომ უსვავენ კითხვას ჩავიზე?! კაცი ბარსას მწვრთნელია და ელემენტალური პატივისცემა მართებთ ამ ჟურნალისტებს!

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 02 მარ 2021, 16:27
    #21

    ხვალ იმედია არ გარისკავს და არ გამოიყვანს მოედანზე.ზოგადად ამოსუნთქვის საშუალებას თუ მისცემს კარგი იქნება.