როგორც ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად მოსალოდნელი იყო, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი მადრიდის “ატლეტიკოს” მარჯვენა მცველით გაძლიერდა.
“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბარსა ბ-მ” “ატლეტიკოდან” 22 წლის კოლუმბიელი მარჯვენა მცველი ანდრეს ფელიპე სოლანო დავილა დაიმატა.
ანდრეს სოლანო “ბლაუგრანაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი “ბარსას” მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
სოლანო “ატლეტიკოს” 2016 წელს შეუერთდა, 2017 წელს ის “ატლეტიკო ბ-ში” დაწინაურდა, ხოლო 2019 წლის მარტში დებიუტი პირველ გუნდშიც ჰქონდა.
წარმატებები