workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ ლოპესი: ბართომეუს მმართველობა ამაზე ცუდი ვეღარ იქნება

ჟერარ ლოპესი: ბართომეუს მმართველობა ამაზე ცუდი ვეღარ იქნება

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ ლოპესი კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ამის მიზეზი ლუის სუარესთან და რიკი პუჩთან დამოკიდებულებაა.

“ბართომეუს მმართველობა ამაზე ცუდი ვეღარ იქნება.

ლუის სუარესი კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია. ის კლუბიდან ღირსეულად წასვლას იმსახურებს. მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია.

“ბარსელონა” ფეხბურთელებს ჰპირდება იმას, რასაც შემდეგ არ ასრულებს. ეს რამდენჯერმე მოხდა.

რიკი პუჩს დარჩენა და “ბარსელონაში” ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა უნდა. მას შანსის გამოყენება სურს.” – განაცხადა ლოპესმა El Transistor-თან საუბრისას.

ჟერარ ლოპესი “ბარსელონასთვის” უცხო ადამიანი ნამდვილად არაა. კატალონიელი “ბლაუგრანას” სკოლის აღზრდილია, პირველ გუნდში ის 2000-2005 წლებში თამაშობდა, ხოლო 2015-2018 წლებში “ბარსა ბ-ს” წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • პავლოვიჩი56
    schedule 22 სექ 2020, 12:07
    #1

    ლოპესი-100%