ლუის სუარესი სეზარის რეკორდს უმიზნებს

ლუის სუარესი სეზარის რეკორდს უმიზნებს

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ მისი მიზანი კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-2 საუკეთესო ბომბარდირობაა.

32 წლის ურუგვაელი, 190 გოლით, "ბლაუგრანას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 პოზიციას იკავებს. მე-3 ადგილზე მყოფ ლადისლაო კუბალამდე მას 4 გოლი აშორებს, მე-2 ადგილზე მყოფ სეზარამდე 42 გოლი, ხოლო რეკორდსმენ მესიმდე - 428 გოლი.

"მე-2 ადგილი, რა თქმა უნდა, უფრო რთული მისაღწევია, ვიდრე მესამე, მაგრამ ამ შედეგს მაინც ვუმიზნებ. პირველი ადგილი მიუღწეველია, მაგრამ სეზარის მიღწევის გამეორება ძალიან მიმზიდველად მოსჩანს." - ციტირებს სუარესის სიტყვებს Sport.

ლუის სუარესის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის. ფეხბურთელის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ის კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობს. თუ ასე მოხდა, მაშინ მას სეზარის მიღწევის გამეორების რეალური შანსი ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #8 3 იანვარი 2020 21:07
    0
    ციტატა: ika9101
    ლუის სუარესი სეზარის რეკორდს უმიზნებს. აბა რეკორდი? მეორე ადგილი რეკორდია?

    მესის დაწევა აღარ ითვლება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 იანვარი 2020 10:43
    3
    თავისუფლად გადაასწრებს 42 გოლი სუასთვის არაფერია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 იანვარი 2020 09:55
    1
    ციტატა: ika9101
    ლუის სუარესი სეზარის რეკორდს უმიზნებს. აბა რეკორდი? მეორე ადგილი რეკორდია?

    ნუ ლეოს მოსვლამდე იყო, და ეს კი არა მესის რეკორდის გაუნჯობესებას საერთოდ არა მგონია ვინმე შეძლოს როდისმე.
    Culé [?]
    #5 1 იანვარი 2020 21:37
    12
    სუა უნდა დარჩეს 2022-2023 წლამდე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #4 1 იანვარი 2020 20:46
    5
    წელს იმდენი მაინც უნდა შეყაროს რომ ერთი წლით დატოვოს კლუბმა. ამ დროში კი შეიძლება გადანაწილება 42 გოლის.. თან მესიც მიეხმარება. მე გამიხარდება თუ ის ფეხბურთელები იქნებიან კლუბის ბომბარდირთა სათავეში ვისაც ვუყურებდი. რეალურადაც ამ დეკადების ბარსელონას ფეხბურთელები უნდა იყვნენ მოწინავე პოზიციაზე იმიტომ რომ რეალურად ბარსელონას ოქროს ხანა ეხლაა და არა ადრე. სუარესი იმიტომაცაა დიდი ფეხბურთელი რომ ასე მოკლე ხანში ბარსელონას ისტორიაში შეუძლია პირველ ადგილზე გადავიდეს. მესი არ ითვლება. ის ცხოველია. მაგას რომ უყურო სხვა ჭიჭვეიშვილი მოგეჩვენება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 იანვარი 2020 19:57
    1
    ლუის სუარესი სეზარის რეკორდს უმიზნებს. აბა რეკორდი? მეორე ადგილი რეკორდია?
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #2 1 იანვარი 2020 18:25
    4
    მიაღწევს. უნდა დარჩეს და სეზარამდ3 მიაღწევს
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 1 იანვარი 2020 17:01
    12
    მაგარია ჯეკა!ყველას ახალ წელს გილოცავთ!