Cuatro-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ აგენტი შეიცვალა.
წყაროს ცნონით, ლეო მესის ძმა, როდრიგო მესი ჟორჟე მენდეშმა ჩაანაცვლა. 17 წლის ფეხბურთელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ასევე, მისი 2 წლით გახანგრძლივენის პერსპექტივა არსებობს.
მოთამაშის პირველ გუნდში ოფიციალურად დაწინაურების (რაც მენდეშს სურს) შემდეგ კი ესპანელის გამოსასყიდი თანხა 170-დან 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ხსენებული წყარო იტყობინება, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელის აგენტად ჟორჟეს ყოფნა “ბარსაში” უსიამოვნებას იწვევს, რადგან ისინი პორტუგალიელს არ ენდობიან.
საქმე ისაა, რომ იგი ფატიზე მიღებული წინადადებების განხილვას არ მოერიდება. შესაბამისად, “ბლაუგრანას” ანსუს ახალი წარმომადგენლის მოშორება უნდა. შეგახსენებთ, ადრე ანსუმანეს მამამ, ბორი ფატიმ განაცხადა, რომ მისი შვილი თავს პორტუგალიელად გრძნობს (გვინეა-ბისაუ პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა) და, ასე ვთქვათ, სიმბოლურია, რომ მისი წარმომადგენელი ამიერიდან სწორედ პორტუგალიელი იქნება.
გარდა ამისა, ბორიმ ისიც თქვა, რომ მისი ოცნება იყო, ანსუს პორტუგალიის ნაკრებში ეთამაშა, თუმცა, როგორც იცით, ცოტა ხნის წინ 17 წლის ტალანტის დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა (გერმანიის წინააღმდეგ), ხოლო მეორე მატჩში უკრაინას გოლიც გაუტანა.