დღეს “ბარსელონა” 2020/21 წლების სეზონში პირველად ითამაშებს. კატალონიური გუნდი იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ტარაგონას “ჟიმნასტიკთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს.
თამაშის მთავარი დატვირთვა რონალდ კუმანის მიერ ფეხბურთელების გამოცდა და ლა ლიგის დაწყებისთვის მომზადებაა. როგორც უკვე ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონატი “ბარსელონასთვის” 27 სექტემბერს დაიწყება და კატალონიელების მეტოქე “ვილიარეალი” იქნება.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მისი ყურება ექსკლუზიურად BarcaTV+ -ის ეთერში იქნება შესაძლებელი.
მეტოქე
![]()
“ჟიმნასტიკი” სეგუნდა დივიზიონ ბ-ში, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის რეგიონულ ჯგუფში თამაშობს. ტარაგონა კატალონიის დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული.
წინა სეზონში “ჟიმნასტიკი” “ბარსა ბ”-ს ორჯერ შეხვდა და ჯერ ფრედ (2-2) ეთამაშა, შემდეგ კი მინიმალური სხვაობით (1-0) მოუგო. მიუხედავად ამისა, “ნასტიკს” სტაბილური სეზონი არ ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, “ბარსა ბ”-მ დასაწინაურებელ პლეიოფში გააღწია და სეგუნდაში აღზევებამდე ერთი თამაშის მოგება დააკლდა.
“ჟიმნასტიკი” მესამე დივიზიონში 2019 წელს დაქვეითდა, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში, სეგუნდადან გავარდნის ზღვარზე თამაშობდა. კლუბს ახლო წარსულის ყველაზე წარმატებული სეზონი 2005/06 წლებში ჰქონდა – მაშინ ტარაგონელებმა ლა ლიგის საგზური მოიპოვეს, თავად ლა ლიგაში კი ბევრი ვერაფერი მოახერხეს და მომდევნო სეზონში ისევ სეგუნდა დივიზიონში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ისინი დაბრუნებასთან ახლოს აღარ ყოფილან.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონა”-“ჟიმნასტიკის” პირველი ოფიციალური დაპირისპირება საკმაოდ შორეულ წარსულში, 1946/47 წლების ესპანეთის თასის მეოთხედფინალში შედგა. გუნდები ჩემპიონატში ერთმანეთს მხოლოდ 10-ჯერ შეხვდნენ (1947-50, 2006/07). აქედან, 8 მატჩი “ბარსამ” მოიგო, 2 კი ფრედ დამთავრდა.
ბოლო წლებში, “ბარსა” “ნასტიკთან” პრესეზონის ამხანაგურ მატჩებს ხშირად მართავს. ეს ბოლოს 2017 წელს მოხდა – მაშინ გამართული მატჩი, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა, ოთო კაკაბაძემ მიიღო, 1-1 დასრულდა.

შემადგენლობა
სავარაუდო შემადგენლობების შედგენას აზრი არ აქვს: როგორც რონალდ კუმანმა თქვა, ის მოედანზე ორივე ტაიმში განსხვავებულ შემადგენლობას გაიყვანს და თავის გამოჩენის შესაძლებლობას ყველა მოთამაშეს, მათ შორის “ბარსა ბ”-სა და 19-წლამდელთა გუნდის რამდენიმე წევრს მისცემს.
გუნდს ვერ დაეხმარებიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანსუ ფატი და დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის სუარესი.
იხილეთ სრული განაცხადი.
რონალდ კუმანმა მატჩისწინა კომენტარი გუშინ გააკეთა.
სად უნდა ვუყუროთ თამაშს იცით ვინმემ?
ესპანეთის ჩემპიონატი დღეს 12.09. დაიწყო ახლა ვუყურებ ეიბარ-სელტას. მერე იქნება გრანადა-ატლეტიკი 20.30. და ბოლოს კადისი-ოსასუნა 23.00.
ბარსელონასთვის დაიწყება. ბოდიში. კადისის თამაშის დროის შეხსენებისთვის მადლობა, არ მახსოვდა, არადა საინტერესო გუნდია
გთხოვ 4-2-3-1 რააა შენ მაინც კუმან )
როგორც უკვე ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონატი 27 სექტემბერს დაიწყება და "ბარსას" მეტოქე "ვილიარეალი" იქნება.
ესპანეთის ჩემპიონატი დღეს 12.09. დაიწყო ახლა ვუყურებ ეიბარ-სელტას. მერე იქნება გრანადა-ატლეტიკი 20.30. და ბოლოს კადისი-ოსასუნა 23.00.
შტეგოზე რატომ არაფერი ისმის?
aba tqven icit warmatebebi 5-1 wamova :d