ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლესი 2–3 თვეში დაბრუნდება

კარლესი 2–3 თვეში დაბრუნდება

 

როგორც კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” გვამცნობს, “ბარსას” კაპიტანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იგი მოედანს 2–3 თვეში დაუბრუნდება.

 

“ბარსას” კატალონიელ მცველს, კარლეს პუიოლს მუხლზე ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას საავადმყოფოდან ხუთშაბათს გამოწერენ. ამის შემდეგ კი რაც შეიძლება მალე, იგი მწვრთნელ ხუანხო ბრაუსთან ერთად აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას დაიწყებს.

 

ექიმებმა, რიკარდ პრუნამ და რამონ კუტაგმა პრეს–კონფერენციაზე დაასახელეს ის დრო, რამდენ ხანსაც კარლესს მოედანზე დაბრუნება არ შეეძლება. კაპიტანი “ბარსას”, მოწინააღმდეგეების დამარცხებაში 2–3 თვე ვერ დაეხმარბა. თავად ფეხბურთელი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ექიმებს უთხრა, რომ იგი ერთ თვეში უკვე თამაშს შეძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში