რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედთან” ბრძოლა წააგო და ახალგაზრდა ნიდერლანდელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ინგლისურ კლუბში გადავიდა.
“ბარსელონამ” 23 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 40 მილიონი ევრო ვერ/არ გადაიხადა. იყო ეს სწორი გადაწყვეტილება?
ვან დე ბეეკმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება 2018/19 წლების სეზონში მიიქცია, როდესაც მის “აიაქსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სეზონის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთმა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა გუნდი დატოვა და ვან დე ბეეკის როლი გაიზარდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მან თამაშს მოუმატა. 2019/20 წლების სეზონს უფრო რეგრესი ეთქმის, ვიდრე პროგრესი, თუმცა თავს იმაზეც ვერ დავდებთ, რომ გასულ ერთ წელიწადში ნიდერლანდელმა თამაშს აშკარად უკლო.
თუმცა, გუშინ, ნიდერლანდებსა და იტალიას შორის გამართულ შეხვედრაში დონიმ ისეთი შედეგი აჩვენა, რომ გააჩინა ეჭვი, ხომ არ გაუმართლა “ბარსას” მისი “იუნაიტედში” გადასვლით? მოედანზე გატარებული 56 წუთის განმავლობაში სულ გაკეთბული 6!! პასი, აქედან 2 ერთ ეპიზოდში, როდესაც ვან დე ბეეკს, შეიძლება ითქვას, ბურთი უბრალოდ მოხვდა. რა როლიც არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული და რა პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს, “ბარსელონას” ფეხბურთელს 56 წუთში 6 პასის გაკეთება არ ეკადრება, განსაკუთრებით ნახევარმცველს. მას შემდეგ, რაც სტატისტიკოსები პასებს ითვლიან, სავარაუდოდ, მსგავსი შედეგი “ბარსელონას” არცერთ ნახევარმცველს არ ჰქონია.
[media=https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=iDkYM79NGq4&feature=emb_logo&ab_channel=2Gzero]
კოუტინიო დატოვეს და მაგიტომავ არ მოიყვანეს
რა სტატიებს ჩითავთ.დ ერთი თამაში ჩაუვარდა მთელ გუნდს და არა მარტო ბეეკს და თავი მოვიტყუოთ ეხლა რომ თურმე არვარგა და კარგი ქნა აჩკარიკამ რო არ მოიყვანა.დ
კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება და თავისთავად მინიმუმ მაგ დრომდე დარჩწეა მოუწევს
მესი კონტრაქტის ამოწირვამდე ბარსაში რჩებაო და მართალია თუ მორიგი ჭორი?
deiongi ro beekze didi fexburtelia amas ra laparaki unda prosta tavisi adgili unda deings da busketci unda dajdes skamze egaakingarturo,
ჯერ ამაზე ადრეა მსჯელობა, აიაქსი მაინც უფრო ფარმკლუბია ვიდრე ტოპ-კლუბი… მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს მაგრამ დე-ფაკტო ეს ასეა, აი თუ მან მანჩესტერში გაქაჩა… და ამას 1 წელი მინიმუმ მაინც უნდა მერე ვნახავთ თავში ვირტყათ თუ არა. იონგსაც ჯერ დრო უნდოდა ადაპტაციისათვის და მეორე რომ ბუსკას ადგილზეა ის მაქსიმალურად პროდიქტიული და არა წინწაწეული რაზეც მეც ვამბობდი და კუმანმაც დამეთანხმა კიდევაც (აბა არ დათამხმებულიყო… 😃?!) და ახლა მოვიდა იონგის ადაპტაციის მეორე ეტაპი… შეწყვილება ბუსკასთან… ანუ 2 საყდრენით თამაში რასაც მოჰყვება საბოლოო გაგრძელება და იონგი გახდება ბარსას ძირითადი საყრდენი მომავალი წლები-ციკლები და ეს ჩანაცვლება უნდა მოხდეს და მოხტება უმტკივნეულოდ თავად ბუსკას "თანხლებით" და მონაწილეობით. ასეა საჭირო მესისთანაც მიმართებაში, მიტოა ბარსამ ყველაფერი იღონა ლეოს დასარჩენად და ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა როცა მე ბარტომეუს გადაწყვეტილებას მივესალმები. სხვა რამე ჭკვიანურო მისგან 8 წელია არ მინახავს.
მოდი ისეც ითქვას ვერც დეიონგმა მოხსნა ვარსკვლავები რააა…რა აუზროო სტატიაა