ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო YouTube-ს საკუთარ არხზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის სიტუაციას განიხილავდა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელის შეძენა 2020 წელს “ბარსელონამაც” ცადა.
კატალონიური კლუბი “აიაქსის” ახალგაზრდებს აქტიურად აკვირდებოდა და ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ, ვან დე ბეეკის ხელში ჩაგდებაც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა “მანჩესტერში” გადასვლა არჩია.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ვან დე ბეეკი, დიდი ალბათობით, იანვარში გუნდს დატოვებს. ოლე გუნარ სულშერი 24 წლის ნახევარმცველს მცირე სათამაშო დროს აძლევს, ნიდერლანდელს კი რეგულარულად თამაში სურს.
ცნობისთვის, “ბარსელონა” ვან დე ბეეკით კვლავ ინტერესდება და, შესაძლოა, ზამთარში მასზე გაიბრძოლოს.
გამაგებინეთ, ამ 10 მილიონით რამდენი კაცი უნდათ მოიყვანონ ამათ? მეორე გუნდი უნდათ სათადარიგოზე რო ეჯდეთ?
მანჩესტერი არჩიე და ხომ ხარ კმაყოფილი?!
ამ ნიდერლანდელებით ტვინი წაიღეს.ყველაზე მეტად ვისაც უნდა გაემართლებინა,ფაქტია ის ვერ ამართლებს.მესამე სეზონია ვერაფერი ვერ გააკეთა ამ დეიონგმა,ჯერ მწვრთნელს აბრალებდნენ,ვალვერდე ვერ ათამაშებსო მერე სეტიენი იყო,მერე მისი საყვარელი კუმანი.პირადად მე პედრის თამაში ბევრად მომწონდა კუმანის დროს ვიდრე დეიონგის.ვერც წინ ითამაშა,ვერც უკან ამოაგდო ბუსი.თავიდან სცადა კუმანმა ბუსის მოზამენება მაგრამ მაგის გარეშე ნახევარდაცვა რაც იყო კი დავინახეთ.თუ ჩავის ხელშიც ვერ ითამაშა,გაუშვან 80-100მილიონად ბავარიაში,ფაქტია ჯერჯერობით ჩანს რომ ბარსელონას ფეხბურთს ვერ ერგება.ნიკოს დინამო კიევთან მატჩი მირჩევნია მთელ ამის ბარსელონურ კარიერას.
კიდე კაი ამაშიც არ გადაყარეს ფული ჩვენ 3 მილიონიან ბაღნებს არაფრით არ ჯობიაა
კიდევ კარგი, რომ ვერ იყიდეს. მორიგ ქლიბობას ჩაიდენდნენ ეს ლუზერები 🙁
აიაქსში კი მომწონდა, მარა ახლა რაც მანჩესტერშია იმაზე უარესი იქნება აქ მგონია.